18:23 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-26 13:34:32, 392 ნახვა

საზოგადოება
ბესარიონ სიმონიშვილი ბათუმში დევნილ ოჯახებს შეხვდა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა  ბესარიონ სიმონიშვილმა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა  მოადგილე რამაზ ჯინჭარაძემ ბათუმში იძულებით გადაადგილებულ ოჯახებთან შეხვედრა გამართეს.

სააგენტოს დირექტორის განცხადებით, ბათუმში, ახალაშენებულ კორპუსებში განსახლების მსურველი დევნილი ოჯახების განაცხადების მიღება უკვე დაიწყო და 27 ოქტომბრის ჩათვლით გაგრძელდება.

„ბათუმში ბინის მიღების მოთხოვნით განაცხადების გაკეთება  აჭარასა და გურიაში, 2021 წლის 1 სექტემბრამდე, რეგისტრირებულ დევნილ ოჯახებს შეუძლიათ. შემოსული დოკუმენტაცია შესაძლებლობას მოგვცემს, უფრო ზუსტად განვსაზღვროთ,  ბინების რაოდენობა, რომელსაც  ბათუმში დევნილი ოჯახებისთვის შევისყიდით“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.

იძულებით გადაადგილებული ოჯახებს განაცხადის გაკეთება სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში და ქვეყნის მასშტაბით არსებულ ნებისმიერ იუსტიციის სახლში შეუძლიათ.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პრეზიდენტი - ჩემი მოწოდებაა, ყველამ ერთად დავიწყოთ მუშაობა, რათა დიასპორას საარჩევნო უფლება მივცეთ
ე.წ. კანონიერმა ქურდმა, შაქრო კალაშოვმა საპატიმრო დატოვა
სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე გადაუდებელი დახმარების ცენტრის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა
სააკაშვილი - უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის დამატებითი უბნების გახსნის საკითხს მთლიანად ვუჭერ მხარს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics