17:12 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-26 12:24:02, 368 ნახვა

საზოგადოება
დმანისის მუნიციპალიტეტში თანამედროვე სტანდარტის მესაქონლეობის ფერმა გაიხსნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ყარაბულახში, ქართულ-ფრანგული ინვესტიციით შექმნილი ახალი, თანამედროვე სტანდარტის მესაქონლეობის ფერმა „სომე დე ლ’ელევაჟ“ დაათვალიერა.

ფერმაში, ფრანგული, სალერსის ჯიშის 300 სული საქონელია, რომელიც გამოირჩევა სარგებლიანობით და, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, კარგად ეგუება საქართველოს ბუნებრივ პირობებს.

„ქართულ-ფრანგული ინვესტიციით შექმნილი კომპანია ქართულ ფერმერულ მეურნეობაში ახალი სიტყვაა. ინვესტიცია 6 მილიონს შეადგენს და მთლიანად აგროკრედიტია. პროექტის კონცეფცია აგებულია ისე, რომ თვითონ ფერმა და მისი საკვები ბაზა არის დაბალანსებული. დიდი კაპიტალდაბანდება ჩაიდო უშუალოდ ქვისგან მიწების გაწმენდაში, რათა ის სიკეთე, რომელიც ჩვენმა საძოვრებმა შეიძლება მოგვცეს, უფრო უკეთესად ყოფილიყო გამოყენებული და გაუმჯობესებულიყო. ჩვენს საძოვრებს, დღევანდელთან შედარებით, შეუძლია სამჯერ, ოთხჯერ მეტი სულადობა გამოკვებოს გაუმჯობესების და მეტი მოვლის შემთხვევაში. ვულოცავ ფერმის მესვეურებს თანამედროვე კონცეფციით ახალი ფერმის აშენებას და წარმატებებს ვუსურვებ საქმიანობაში“, - აღნიშნა გიორგი ხანიშვილმა.

მესაქონლეობის ფერმის „სომე დე ლ’ელევაჟ“ დამფუძნებელის, ჟაკ ფლოღის განცხადებით,  სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე, აღნიშნული პროექტი ვერ განხორციელდებოდა.

„სიმართლე გითხრათ, სახელმწიფოს მხარდაჭერისა და აგროკრედიტის გარეშე, ამ პროექტში ინვესტირებისგან თავს შევიკავებდი, რადგან პროცესი არის ხანგრძლივი. ძალიან რთულია მოგების და სასურველი შედეგის მიღწევა. ჩვენ დაგვჭირდა მიწის გაუმჯობესება, ქვებისგან გაწმენდა, რაც ძალიან ხარჯიანი და შრომატევადია. ამ ყველაფერს სახელმწიფო აგროკრედიტის გარეშე ვერ შევძლებდით. ძალიან დიდი მხარდაჭერა გვქონდა სამინისტროსგან და FAO-გან. პროექტი ღიაა ყველასთვის, ვისაც მისი ნახვა სურს“, - განაცხადა ჟაკ ფლოღიმ.

თანამედროვე სტანდარტის ფერმის მუშაობაში ჩართული არიან  როგორც ქართველი, ასევე ფრანგი სპეციალისტები - ვეტერინარები, ნუტრიციონისტები და ტექნიკოსები.

 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ხაბეიშვილი გომელაურს - კორუმპირებული ხართ - ცალ-ცალი ბოტებით მოხვედით და დღეს მილიონერი ხართ
პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილება მესამე მოსმენით მიიღო
ლავროვი - საქართველოში დემონსტრაციები მიდის და სალომე ზურაბიშვილი სიტყვის თავისუფლებისთვის მებრძოლად გადააქციეს - კანონი ურბილესია
თალაკვაძე ოპოზიციას - როგორ ბედავთ და ხალხს ატყუებთ, თითქოს ქვეყანა ევროპულ ორბიტას ჩამოშორდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics