13:19 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-26 11:12:38, 398 ნახვა

საზოგადოება
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ახალციხეში სამცხე-ჯავახეთის რეგიონული არქივის შენობა გახსნა

ახალციხეში საარქივო დოკუ მენტები თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საცავებში განთავსდება. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორთან ბესიკ ამირანაშვილთან  და ეროვნული არქივის ხელმძღვანელთან თეონა იაშვილთან ერთად    სამცხე-ჯავახეთის რეგიონული არქივის  შენობა გახსნა. ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ეროვნული არქივის სამცხე-ჯავახეთის რეგიონული შენობა 1962 წელს არის აგებული.  შენობის რეაბილიტაციასთან ერთად, მის გვერდით  3-სართულიანი არქივსაცავი აშენდა, რომელიც არსებულ შენობას პანორამული დერეფნებით დაუკავშირდა. ამჟამად შენობის საერთო ფართი 1300მ2-ია. გაიზარდა საცავის ფართიც და 850მ2 შეადგინა. ახალციხის, ადიგენისა და ასპინძის რაიონების აქ დაცულ 139 100-ზემეტ საარქივო საქმეს ახალქალაქის, ნინოწმინდისა და ბორჯომის საარქივო ფონდები დაემატება  და საქმეთა რაოდენობა 240 ათასს გადააჭარბებს. საარქივო დოკუმენტებს შორისაა სახელმწიფო მმართველობის, ადგილობრივი ორგანოების, სახალხო კონტროლის, საფინანსო, მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის, სახალხო განათლების, კულტურულ-საგანმანათლებლო და სპორტულ დაწესებულებათა მასალა.

შენობა სრულად აღიჭურვა გათბობა-გაგრილებისა და ვენტილაციის თანამედროვე სისტემებით. მოქალაქეთათვის მოეწყო სამკითხველო დარბაზი, კეთილმოეწყო ეზო და მიმდებარე ტერიტორია.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონული არქივის შენობის რეაბილიტაციისა და ახალი საცავის მშენებლობის საწყის ეტაპზევე, მიწის სამუშაოებისას, აღმოჩნდა XVIII-XIX საუკუნის არქეოლოგიური ნაშთი - ძველი შენობის ფრაგმენტები, რომელიც  დამთვალიერებლისთვის ღიაა. 

ნაგებობის ნაშთის კვლევასა და კონსერვაციას  საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვისეროვნული სააგენტო აწარმოებს.

 




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გომელაური - ცნობიერების ამაღლების მიზნით, ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლას და მის მავნე ზემოქმედებას არაერთი სატელევიზიო და რადიო ეთერი დაეთმო
გომელაური - ჩვენმა ბიჭებმა მოითმინეს ბევრი შეურაცხყოფა მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის - მადლობა მათ
გომელაური - ციფრები ადასტურებს, რომ პოლიციის მიმართ ნდობის ფაქტორიდან გამომდინარე, გაზრდილია მომართვიანობა ოჯახში და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე
გომელაური - ისმოდა მოწოდებები, შტურმით აეღოთ კანცელარიის შენობა - განსაკუთრებით აქტიურობდნენ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics