09:13 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-25 16:14:43, 558 ნახვა

საზოგადოება
ხელვაჩაურის სამრეწველო ზონაში ახალი საწარმო შენდება

ინვესტიციების მოზიდვის ხელშეწყობის მიზნით ხელვაჩაურში შეიქმნა და ვითარდება სამრეწველო ზონა.

აჭარის მთავრობა აქტიურ საპრივატიზაციო პოლიტიკას ახორციელებს, რის შედეგადაც ამ ეტაპისთვის რეალიზებულია 20-ე მეტი სამრეწველო ნაკვეთი შესაბამისი საინვესტიციო ვალდებულებებით. ახალი პროექტი ხელვაჩაურში არანაკლებ 90 ჰა ფართობის მიწის ნაკვეთებზე, საწარმოების მოწყობას ითვალისწინებს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე, აჭარის ფინანსთა და ეკონოიკის მინისტრთან ერთად სამრეწველო ზონაში ლამინატის საწარმოს მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნო. 

კომპანია „სტარარჯი" პირველი ეტაპის მშენებლობის დასრულებას  6 თვეში გეგმავს, რის შემდეგაც საწარმოში 100-მდე ადამიანი დასაქმდება. საწარმოს მშენებლობისთვის კომპანიამ 20 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.

სამრეწველო ზონაში სახელმწიფო საგზაო და კომუნალური ინფრასტრუქტურის მოწყობას ახორციელებს, რისთვისაც 14 მლნ ლარი დაიხარჯება. ასევე, ხორციელდება ელექტრო სისტემების გამართვა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ევროკავშირის დელეგაცია ნატოს სამიტამდე ანკარას ეწვევა
ახალი პოლიტიკური პარტია ჯერ საქართველო დაფუძნდა
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics