|
2021-09-25 15:56:42, 557 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ აბაშიძე - ვიზრუნებ, რომ ის ინიციატივები, რომლებსაც განვახორციელებთ, თითოეული ოჯახისთვის სიკეთის მომტანი იყოს
„ქართული ოცნების" თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში გოგებაშვილის ქუჩაზე მოსახლეობას შეხვდა, სადაც ადგილობრივ მცხოვრებლებთან წინასაარჩევნო პროგრამა და რაიონის ინფრასტრუქტურის განახლების მიმართულებით სამომავლო გეგმები განიხილა. თავის მხრივ, ადგილობრივმა მცხოვრებლებმა მაჟორიტარობის კანდიდატს თავისი საჭიროებები და ინიციატივებიც გაუზიარეს. ზურაბ აბაშიძემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა მოსახლეობასთან მჭიდრო კომუნიკაციის აუცილებლობაზე. მისი თქმით, ის ყოველთვის ხელმისაწვდომი იქნება მოქალაქეებისთვის, ეტაპობრივად მთაწმინდის რაიონის ყველა ქუჩას ესტუმრება და თავის სამაჟორიტარო ოფისში ადგილობრივ მცხოვრებლებთან შეხვედრებს რეგულარულად გამართავს. დარწმუნებული ვარ, მოსახლეობასთან თანამშრომლობით, ეტაპობრივად რაიონში არსებულ ყველა გამოწვევას დავძლევთ და ერთობლივი ძალისხმევის შედეგად მთაწმინდა გახდება კიდევ უფრო სიცოცხლით სავსე უბანი." შეხვედრაზე საუბარი ვაქცინაციის პროცესის მნიშვნელობასაც შეეხო. მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობას მასობრივი იმუნიზაციის პროცესში ჩართვისკენაც მოუწოდა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, გაიზარდოსდღიურად აცრილთა რიცხვი, რათა საზოგადოება დროულად დაუბრუნდეს ცხოვრების ჩვეულ რიტმს.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)