|
2021-09-24 20:30:21, 433 ნახვა
საზოგადოება
შეხვედრა ეუთოს წარმომადგენლებთან ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე
ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარის მოადგილეები გიორგი სიორიძე, გიორგი შარაბიძე და კოორდინაციის, დაგეგმვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის უფროსი სოფიო სიჭინავა ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისრის უფროს პოლიტიკურ მრჩეველს მარკ ფუმაგალს და კომისრის საქართველოს ოფისის კოორდინატორ ნინო გოგოლაძეს შეხვდნენ. ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსამსახური ავრცელებს. მათი თქმით, შეხვედრის ძირითადი თემა 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისთვის ეთნიკური უმცირესობების საარჩევნო პროცესებში ჩართულობის ხელშეწყობისთვის საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობა იყო. "გიორგი სიორიძემ ისაუბრა ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ მაჟორიტარულ ოლქებში შექმნილი საარჩევნო უბნების რაოდენობისა და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების გადამზადების შესახებ. შეხვედრის მონაწილეებმა ასევე დეტალურად ისაუბრეს საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამებისა და ამომრჩეველთა ინფორმირების მიმართულებით გაწეული საქმიანობის თაობაზე."-ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)