|
2021-09-24 16:02:58, 343 ნახვა
საზოგადოება
კახა კალაძემ საარჩევნო პროგრამა სპორტსმენებს გააცნო
თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე ცნობილ ქართველ სპორტსმენებს შეხვდა და მათ საკუთარი საარჩევნო პროგრამის ძირითადი მიმართულებები გააცნო. მან კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა თბილისელებს მხარდაჭერისთვის და პირობა დადო, რომ ამ თანადგომას კიდევ უფრო მასშტაბური პროექტებით და მეტი ზრუნვით უპასუხებს. „სპორტსმენებს წარვუდგინე ჩვენი საარჩევნო პროგრამა, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ მომდევნო 4 წლის განმავლობაში, კონკრეტული პროექტების სახით. ეს თემატური შეხვედრები გაგრძელდება მომდევნო დღეების განმავლობაშიც, რათა რაც შეიძლება მეტმა თბილისელმა ნახოს ჩვენი საარჩევნო პროგრამა, ნახოს ის პროექტები, რომელთა განხორციელებასაც ვაპირებთ. გარდა ამისა, პარალელურად ჩვენ გვაქვს შეხვედრები რაიონებში ამომრჩეველთან. მაქსიმალურად ვიყენებთ ყველა სივრცეს, სადაც შესაძლებელია კომუნიკაცია ადამიანებთან, შესაძლებელია ამ პროექტების წარდგენა. ეს შეხვედრები, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მომავალშიც გაგრძელდება", - განაცხადა კახა კალაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ. წინასაარჩევნო შეხვედრა კახა კალაძის მხარდამჭერთა დარბაზში გაიმართა და მას სპორტის სფეროს ცნობილი წარმომადგენლები დაესწრნენ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)