|
2021-09-24 11:30:51, 342 ნახვა
საზოგადოება
რევაზ სოხაძე ქვემო სამგორის მოსახლეობას შეხვდა
სამგორის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რევაზ სოხაძე, ამჯერად ქვემო სამგორის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრა ე.წ გუმათჰესის სკვერში გაიმართა, რომლის რეაბილიტაციაც მიმდინარეობს და მალე, სამგორს კიდევ ერთი ახალი რეკრიაციული სივრცე შეემატება. შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრეს იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელიც ქვემო სამგორში განხორციელდა. მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მოსახლეობას კახი კალაძის გუნდის მომავალი 4 წლის სამოქმედო გეგმა გააცნო. ადგილობრივი მაცხოვრებლებისთვის აღნიშნულ უბნებზე ამ ეტაპისთვის ძირითად გამოწვევად, წყალანირების ქსელის რეაბილიტაცია, საკანალიზაციო სისტემის მოწესრიგება, მოსასვენებელი სივრცეებისა და ფიტნეს ზონების მოწყობა წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ქვემო სამგორში გასული ოთხი წლის განმავლობაში 15-ზე მეტი მსხვილი და საშუალო ინფრასტრუქტურული პროექტი, ხოლო ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში 42 პროექტი განხორციელდა. მოწესრიგდა შიდა გზები, ჩატარდა კორპუსების დაზიანებული სახურავების სრული რეაბილიტაცია, აშენდა 4 მინი სტადიონი. შეხვედრებს რევაზ სოხაძესთან ერთად, საქართველოს პარლამენტის წევრი, სამგორის მაჟორიტარი დეპუტატი სოზარ სუბარი, საქართველოს პარლამენტის წევრი ირაკლი ზარქუა და სამგორის რაიონის გამგებელი კახა სამხარაძე ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)