2021-09-23 18:33:32, 364 ნახვა
საზოგადოება
ზურაბ აბაშიძე მთაწმინდის მცხოვრებლებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს აგრძელებს
„ქართული ოცნების" თბილისის საკრებულოს მთაწმინდის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზურაბ აბაშიძე მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად ზურაბ აბაშიძე ამომრჩევლებს მთაწმინდის სამაჟორიტარო ოფისში შეხვდა, სადაც მოსახლეობის საჭიროებები პირადად მოისმინა და მათთან ერთად იმ გამოწვევების გადაჭრის გზებზე იმსჯელა, რომელთა წინაშე ადგილობრივი მცხოვრებლები დღეს დგანან. როგორც მაჟორიტარობის კანდიდატმა აღნიშნა, მოქალაქეებთან ინდივიდუალური შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ამ გზით შესაძლებელია რაიონში არსებული ვითარების შესახებ რეალური სურათის დანახვა და, მოსახლეობის ჩართულობით, იმ პრიორიტეტების დასახვა, რომლებიც აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული სამომავლო პროექტების დაგეგმვისას. ზურაბ აბაშიძის თქმით, მოსახლეობასთან როგორც საჯარო, ასევე, ინდივიდუალური შეხვედრები, კოვიდრეგულაციების გათვალისწინებით, რეგულარულად გაიმართება და გამარჯვების შემდეგ ის თავის გუნდთან ერთად იზრუნებს თითოეული ოჯახის პრობლემების მოგვარებაზე, მათ კეთილდღეობასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე. ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია), ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის
|
ომი უკრაინაშიკულება - კონგრესის მიერ თვეების განმავლობაში შეფერხებული სამხედრო დახმარება რუსეთის დასამარცხებლად საკმარისი არ იქნება
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 461 940-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
მედია - რუსებმა ხერსონის ოლქი დაბომბეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ლაზარე გრიგორიადისი თავისუფალია [ვიდეო]
დღის თემა
|