10:55 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-23 16:58:09, 448 ნახვა

საზოგადოება
Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ, მორიგი საინფორმაციო შეხვედრა დღეს საწარმო „ნოვა“-ს თანამშრომლებთან გაიმართა

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ, მორიგი საინფორმაციო შეხვედრა დღეს საწარმო ,,ნოვა“-ს თანამშრომლებთან გაიმართა.

შეხვედრას აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე მოადგილესთან, მარი ზანაქიძესთან ერთად ესწრებოდა. შეხვედრა ინტერაქტიულ ფორმატში მიმდინარეობდა და ვაქცინაციის ირგვლივ დასმულ კითხვებს პასუხობდნენ.

,,დღეს ვიმყოფებოდით საწარმო ,,ნოვა“-ში, სადაც შევხვდით ორგანიზაციის თანამშრომლებს, განსაკუთრებით მათ, ვინც არ იყვნენ ვაქცინირებულები. თანამშრომლებს ქონდათ კითხვები და მოსაზრებები, ყველა კითხვა იქნა განხილული და შეხვედრის შემდეგ, უმრავლესობა მათგანმა გადაწყვიტა ვაქცინაცია. გამსვლელი ბრიგადის საშუალებით, ადმინისტრირება მოხდა სამი სახის ვაქცინით: ფაიზერით, სინოვაკითა და სინოფარმით“ - აღნიშნა, შეხვედრის შემდგომ მარი ზანაქიძემ.

მინისტრმა საინფორმაციო შეხვედრების მნიშვნელობაზე, ვაქცინაციის აუცილებლობასა და ეპიდვითარებაზე გაამახვილა ყურადღება. მადლობა გადაუხადა საწარმოს თანამშრომლებს მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და ხელმძღვანელ პირებს, ორგანიზაციის თანამშრომლებისათვის დაწესებული ვაქცინაციის წამახალისებელი აქტივობებისათვის.

დღეს, გამსვლელი ბრიგადის მიერ დამატებით, საწარმოს 22 თანამშრომელი აიცრა. ამ დროისთვის  აჭარაში სულ 197 935 დოზა ვაქცინაა ადმინისტრირებული.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ჯეიკ სალივანი აშშ-ის მიერ უკრაინისთვის ATACMS-ის რაკეტების გადაცემას ადასტურებს
Reuters - აშშ-მა უკრაინას ATACMS-ის რაკეტები ფარულად გაუგზვნა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 462 980-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics