|
2021-09-22 20:41:14, 567 ნახვა
საზოგადოება
იუსტიციის მინისტრმა ჩხოროწყუში საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა
იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან გიორგი გუგუჩიასთან ერთად ჩხოროწყუში 87-ე საზოგადოებრივი ცენტრი გახსნა და ახალი ფილიალის მომსახურებითაც ისარგებლა. რატი ბრეგაძემ, გიორგი გუგუჩიამ და ჩხოროწყუს მერმა დავით გოგუამ ახლადგახსნილ ცენტრში კოვიდ ბარათები აიღეს. კოვიდ ბარათი, პიროვნების ვაქცინაციისა და Pჩღ კვლევების შესახებ ყველა მონაცემს შეიცავს და მისი აღება მომხმარებელს მრავალჯერადად შეუძლია. კოვიდ ბარათის აღებასთან ერთად ჩხოროწყუს საზოგადოებრივ ცენტრში კიდევ 200- მდე მომსახურების მიღება ე.წ. ერთი ფანჯრის პრინციპით არის შესაძლებელი. ახალი ფილიალი მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისს, გამარტივებულ პროცედურებს და თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობს. საზოგადოებრივ ცენტრში უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკაც განთავსდა, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიც არის დაცული. ჩხოროწყუს საზოგადოებრივი ცენტრი საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია. ახალ ფილიალში ადგილობრივი მოსახლეობისთვის ყველა ის სერვისია ხელმისაწვდომი, რომელიც იუსტიციის სახლებში გაიცემა. დღესვე, საზოგადოებრივ ცენტრში პრობაციის ბიუროს რაიონული ოფისიც გაიხსნა. პრობაციონერთა ახალი ბიურო სამეგრელოს რეგიონში დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს შესაძლებლობებს კიდევ უფრო გააფართოებს. მათივე ცნობით, სამეგრელოში ვიზიტის ფარგლებში, რატი ბრეგაძე ზუგდიდის იუსტიციის სახლსაც ესტუმრება. იუსტიციის მინისტრი თანამშრომლებს სამინისტროს 10-წლიან სამოქმედო გეგმასა და უწყების პრიორიტეტულ მიმართულებებს გააცნობს. "ზუგდიდშივე, იუსტიციის სახლში, რატი ბრეგაძე მუნიციპალიტეტის მერთან ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებს. დოკუმენტი, ზუგდიდის მერიის შესაბამის სამსახურებში, სკვერებსა და ბაღებში პრობაციონერთა დასაქმებას ითვალისწინებს. "- ნათქამია განცხადებაში
გვარამია: ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
FT: ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღდგენას ნაღმების გამო თვეები დასჭირდება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)