|
2021-09-22 11:56:35, 423 ნახვა
საზოგადოება
ირაკლი ხმალაძე - 2022 წლის ბოლომდე მუნიციპალიტეტის 700-მდე მოიჯარე საიჯარო ქირისგან, ხოლო 160-მდე ღია კაფის მფლობელი მუნიციპალიტეტისთვის გადასახდელი იჯარის გადასახადისგან გათავისუფლდება
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის გამარჯვების შემთხვევაში, დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მიერ დაწყებული ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამა გაგრძელდება და რამდენიმე კომპონენტს მოიცავს. ამის შესახებ დედაქალაქის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ თბილისის მართვისა და ეკონომიკის პოლიტიკის ძირითადი პროგრამების პრეზენტაციაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, თბილისის მუნიციპალიტეტის 700-მდე მოიჯარე სრულად გათავისუფლდება 2021-2022 წლებში გადასახდელი 11 მილიონამდე ლარის საიჯარო ქირისგან. 160-მდე ღია კაფის მფლობელი კი გათავისუფლდება თბილისის მუნიციპალიტეტისთვის 2022 წლის ბოლომდე გადასახდელი 800 000 ლარის იჯარის გადასახადისგან. „უკანასკნელი წელიწადნახევარი-ორი წლის განმავლობაში, ეკონომიკური სექტორი მნიშვნელოვნად დაზარალდა. განსაკუთრებით, მცირე და საშუალო ბიზნესი საჭიროებს ჩვენს მხარდაჭერას. სწორედ ამიტომ, შემუშავებული გვაქვს მათი მხარდაჭერის პროგრამა. მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალური საწარმოს 700-მდე მოიჯარეს გავათავისუფლებთ საიჯარო ქირის გადასახადისგან 2021-2022 წლების განმავლობაში. 160-მდე ღია კაფის მფლობელს ვათავისუფლებთ 2022 წლის საიჯარო ქირისგან, ვინაიდან, ისინი 2021 წელს უკვე გათავისუფლებული გვყავს", - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ. მისივე თქმით, ეკონომიკური შეღავათების ფარგლებში, პანდემიით დაზარალებულ მუნიციპალიტეტის 1 000-მდე მოიჯარეს და ღია კაფის მფლობელს შეეძლება, უძრავი ქონებით სარგებლობის ვადა დამატებით, ორი წლით გაიხანგრძლივოს; მოიჯარეებს, რომელთაც სარგებლობის ვადა ამოეწურათ ან ვადაზე ადრე შეუწყდათ - 2020 წლის პირველი იანვრიდან დღემდე, ან რომელთა ხელშეკრულების ვადაც 2022 წლის პირველ იანვრამდე იწურება, მუნიციპალიტეტი ხელშეკრულების ვადის აღდგენა-გაგრძელებას 2024 წლის პირველ იანვრამდე სთავაზობს. „1 000-მდე მოიჯარეს, რომელმაც პანდემიის გამო, პრაქტიკულად, ბოლო ორი წელი დაკარგა, მათი ნების საფუძველზე, დამატებით, ორი წლით საიჯარო ურთიერთობების გაგრძელებას ვთავაზობთ. ასევე, იმ მოიჯარეებს, რომელთაც საიჯარო ვადები ეწურებათ, ან ამოეწურათ 2020 წლის პირველი იანვრიდან 2022 წლის პირველ იანვრამდე, მათ მუნიციპალიტეტი სთავაზობს საიჯარო ვადების გახანგრძლივებას 2024 წლის პირველ იანვრამდე", - აღნიშნა თბილისის ვიცე-მერმა. გარდა ამისა, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, პანდემიით დაზარალებულ მუნიციპალიტეტის მოიჯარეებს ქირის გადაუხდელობის გამო, მილიონობით ლარის დაკისრებული და დასაკისრებელი პირგასამტეხლოები ჩამოეწერება, ხოლო ტურისტული ობიექტები ერთჯერადად, დასუფთავების მოსაკრებლისგან გათავისუფლდებიან.
გვარამია: ხოშტარიას საკითხზე ველოდებით ადეკვატურ გადაწყვეტილებას, წინააღმდეგ შემთხვევაში საპასუხო რეაგირება გვექნება
ევროპულმა სასამართლომ 5 სამოქალაქო ორგანიზაციის დაყადაღების საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
პირველი ქართული YouTube ბიზნესშოუ - Punchline Profit მეორე ეპიზოდით გრძელდება
FT: ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის აღდგენას ნაღმების გამო თვეები დასჭირდება
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)