12:07 - 03 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-22 10:22:04, 1237 ნახვა

სამართალი
ლენტეხსა და თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 3 პირი

ლენტეხსა და თბილისში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს - დაკავებულია 3 პირი, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

უწყების ცნობით, დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სხვადასხვა დროს, ქვემო სვანეთსა და თბილისში, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს და სამი პირი დააკავეს.

1974 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ ც.ზ.-ს, 1963 წელს დაბადებულ ხ.ხ.-სა და 1990 წელს დაბადებულ, წარსულში ნასამართლევ დ.ტ.-ს ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვაში ედებათ.

დანაშაული 3-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ტვიბში, დაკავებული ც.ზ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ,,ბერეტას“ ტიპის პისტოლეტი, მჭიდი და 6 საბრძოლო ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. ამავე მუნიციპალიტეტის სოფელ მუწდში, დაკავებული ხ.ხ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, პოლიციის მიერ ამოღებულია არარეგისტრირებული სანადირო თოფი, პისტოლეტი, სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღისთვის განკუთვნილი 10 მჭიდი და 530 საბრძოლო ვაზნა.

თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დაკავებული დ.ტ.-ის საცხოვრებელ სახლში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღეს: „აკ-74“-ის მოდელის ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, 2 მჭიდი და 36 საბრძოლო ვაზნა.

ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა სასამართლოს სთხოვა, ტრამპს თეთრ სახლში CNN-ის, MS NOW-ისა და Politico-ს შესვლის აკრძალვის ნება დართოს
გამოკითხვა: ბრიტანელების თითქმის ნახევარი ევროკავშირში დაბრუნებას უჭერს მხარს
ე.წ ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 80 პირი დააკავეს, 14 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება - ვიდეო
რუსეთმა კიევში კიდევ ერთ ხიდს, დნეპრის მაღალსართულიან შენობასა და ბიზნეს ცენტრს შეუტია, 4 ადამიანი დაშავდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics