17:48 - 06 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-20 16:50:06, 1045 ნახვა

სამართალი
მებაჟე ოფიცრებმა დიდი ოდენობით არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობების ქვეყანაში შემოტანის ფაქტები აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,სარფი", არადეკლარირებული ოქროს შემოტანის მცდელობის 2 ფაქტი აღიკვეთა. 

თურქეთის რესპუბლიკიდან შემოსული საქართველოს მოქალაქის ვ.ბ.-ს მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის, ბარგისა და თავად მოქალაქის მიმართ, რისკის პროფილის საფუძველზე საბაჟო კონტროლის ღინისძიებები განხორციელდა. მებაჟე ოფიცრების მიერ, დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს საიუველირო ნაკეთობები (45.94 გრამი) გამოვლინდა. კანონდარღვევის მეორე ფაქტი, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის ნ.მ.-ს კუთვნილი ბარგისა და ფიზიკური დათვალიერებისას გამოვლინდა. ოქროს ნივთების საერთო რაოდენობამ 130,43 გრამი შეადგინა.

საზღვარზე კანონდარღვევით ოქროს შემოტანის კიდევ 1 ფაქტი აღიკვეთა საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,წითელი ხიდი". მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის, ფიზიკური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს (56,25 გრამი) ნაკეთობები აღმოაჩინეს.

აღნიშნულ სამართალდარღვევათა გამოვლენის შედეგად, ოქროს საიუველირო ნაკეთობების საერთო საბაჟო ღირებულებამ ჯამში, 28 081,03 ლარი შეადგინა.

საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის, პირველი ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა, საერთო ჯამში, 28 081,03 ლარი შეეფარდათ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
უპასუხისმგებლო და უნიჭო ცინიზმი - კირცხალიას გახარიას გუნდში უპასუხეს
ირაკლი კირცხალია - სენეგალში, დეპუტატმა ფეხმძიმე კოლეგას ჩაარტყა ფეხი - ბატონმა გიგა ფარულავამ წარმოადგინოს ორსულობის შესახებ ცნობა
Sky: პრინც ჰარის ბუკინგემის სასახლეში დარჩენის შესაძლებლობა ჩამოერთვა
ბაზისბანკის და საბვეის გემრიელი, ჯანსაღი და საიმედო პარტნიორობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics