|
2021-09-18 12:53:10, 596 ნახვა
პოლიტიკა
ილია ელოშვილი - სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით, ხუთი ახალი პროგრამა ამოქმედდება
მომდევნო წლებში, თბილისის მერიის მიმდინარე პროგრამებთან ერთად, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით, ხუთი ახალი პროგრამა იმოქმედებს, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილმა სოციალური პოლიტიკის ძირითადი პროგრამების პრეზენტაციაზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ახალ პროგრამებს შორის იქნება სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის მაღალტექნოლოგიური კვლევების დაფინანსება: ანგიოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია; ორგანიზებული სკრინინგი: კიბოს პრევენციის მიზნით, მიზნობრივ გამოკვლევებში მოსახლეობის დროული ჩართვა; ძუძუს კიბოს დიაგნოსტიკური კვლევების დაფინანსება: ექოსკოპია, მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია, ლაბორატორიული კვლევები; სახსრების ენდოპროთეზირების დაფინანსება: მენჯ-ბარძაყი, მუხლი. „ესენია ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამები, რომელებიც უშუალოდ ადამიანის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ასევე, ოჯახების სოციალურ მდგომარეობას ეხება. შემდეგი ოთხი წლის განმავლობაში, ხუთი სრულიად ახალი პროგრამა გვექნება. სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის მედიკამენტებთან ერთად, მაღალტექნოლოგიური კვლევების დაფინანსება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ასევე, შევქმენით სერიოზული, მაღალტექნოლოგიური ბაზა სკრინინგისთვის. დავიწყებთ იმ მოწყვლადი ჯგუფების მოძიებას, რომელთაც შესაძლოა, სკრინინგის ჩატარება სჭირდებოდეთ. ძუძუს კიბოს დიაგნოსტიკის კუთხით, დავაფინანსებთ ახალ კვლევებს და მედიკამენტებს, იმისთვის, რომ მოქალაქეთა გადარჩენისთვის უფრო მეტი შესაძლებლობა შევქმნათ. სახსრების ენდოპროტეზირების მიმართულებით, აქამდე, 60 წელს ზემოთ მოქალაქეების დაფინანსება იყო შესაძლებელი, თუმცა, ძალიან დიდი იყო მოთხოვნა 18-დან 60 წლამდე მოქალაქეების მხრიდან. ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ ამ მიმართულებით, ასაკობრივი შეზღუდვა მოვხსნათ", - განაცხადა ილია ელოშვილმა. ამოქმედდება ასევე, შშმ პირთა პერსონალური ასისტირების პროგრამა, რომელიც მოიცავს პერსონალური ასისტენტის მომსახურების დაფინანსებას განათლების მიღებისას, სამუშაოს შესრულებისას, საჯარო სერვისებით სარგებლობისას და ყოველდღიური საქმიანობის განხორციელებისას. პროგრამის მიზანი სპეციალური სტანდარტის მიხედვით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაა. გარდა ამისა, გაფართოვდება მიმდინარე პროგრამები. კერძოდ, ონკომედიკამენტების პროგრამა: ონკოლოგიური დიაგნოზების სამკურნალოდ საჭირო მედიკამენტების ჩამონათვალის გაზრდა; არაჰოჯკინის ლიმფომის სამკურნალო მედიკამენტები; რევმატოიდული ართრიტის სამკურნალო მედიკამენტები. გაფანტული სკლეროზის პროგრამა: სამკურნალო მედიკამენტებთან ერთად, მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფიის დაფინანსება. დაავადებათა სკრინინგი: საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგის კომპონენტი - HPV-ტესტირება. ასევე, გაგრძელდება სოციალური და ჯანდაცვის ყველა არსებული პროგრამა, მათ შორის, მუნიციპალურ და რაიონულ დონეზე მიმდინარე პროგრამები, რომლებიც ითვალისწინებს სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვებისთვის მოსწავლე–ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესა და სპორტულ სკოლებში სწავლის დაფინანსებას; თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის მოვლა-პატრონობის პროგრამა; შინმოვლის თანადაფინანსების პროგრამა; 100 წელს მიღწეულ მოქალაქეთა ერთჯერადი დახმარების პროგრამა; სოციალურად დაუცველი ოჯახების პირველ, მეორე, მესამე ახალშობილზე დახმარება. ამასთან, კვლავ იმოქმედებს აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაცის, ასევე, გადამდებ და არაგადამდებ დაავადებათა ეპიდემიოლოგიური კონტროლის პროგრამები.
რომელი ქვეყნების მოქალაქეები დეპორტირდნენ საქართველოდან ყველაზე ხშირად 2026 წელს?
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი - ჩინური წარმოების პროდუქცია, განსაკუთრებით ავტომობილები, საქართველოს მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს
FT: აშშ-ის დემოკრატები უკრაინისთვის 15 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფას ამზადებენ და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას სურთ
დონალდ ტრამპმა UFC-ის დირექტორს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)