|
2021-09-16 21:49:49, 742 ნახვა
საზოგადოება
მარინა კალიურანდის განცხადებით, 6 ევროპარლამენტარი ჩამოვა საქარველოში არჩევნების მონიტორინგისთვის
„მინდა დავადასტურ რომ ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისია ჩამოვა საქართველოში, 6 ევროპელი პარლამენტარი შეიძლება შვიიდიც იყოს. - ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა ტელეკომპანია "ფორმულას" ეთერში განაცხადა. მისი თქმით, ისინი ვერ მოახერებენ რამდენიმე დღეში სრულყოფილი ანგარიშის დადებას, თუმცა „ოდირის“ დასკვნა ამას გააკეთებს, მისი განმარტებით, „ევროკავშირის“ ენდობა „ ოდირის“ დასკვნას. „მინდა დავადასტურ რომ ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისია ჩამოვა საქართველოში, ექვსი ევროპარლამენტარი შეიძლება შვიდიც იყოს. მინდა კიდევ ერთხელ ხაზი გავუსვა რამდენად მნიშვნელოვანია მონაწილების მიღება საარჩევნო მონიტორინგში, დიახ ჩვენ ვიქნებით რამდენიმე დღე საქართველოში, მაგრამ თვითონ ფაქტი, რომ ევროპარლამენტი აგზავნის საქართველოში საარჩევნო სადამკვირვებლო ჯგუფს ეს არის ძლიან მნიშვნელოვანი რამ. სამწუხაროდ ჩვენ არ შეგვეძლო დელეგაცია გამოგვეგზავნა გასულ წელს კოვიდსიტუაციის გამო. ახლა სიტუაცია გაუმჯობესებულია, რის შემდეგაც ევროპარლამენტის პრეზიდენტმა მისიას მისცა დავალება ჩასულიყო საქართვველოში , რამდენიმე დღე ვიქნებით და ვერ შევძლებთ ჩავატაროთ სიღრმისეული ანალიზი და ისეთვე დასკვნა დავდოთ, როგოც „ოდირი“, „ოდირი“ სპეციალიზებული ორგანოა, მას გააჩნია ექსპერტები, ჩვენ ვესაუბრებით „ოდირს“ და ჩვენ პატივს ვცემთ „ოდირის „ დასკვნას იგივენაირად როგორც ყველა პოლიტიკურ პარტიას მოვუწოდებთ მიიღონ და პატივი სცენ „ოდირის“ დასკვნას. - განაცხადა კალიურანდმა
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
ივანიშვილის წარმომადგენელ პაპუაშვილს ჰქონია, რომ ცენზურა ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯის გამოსასწორებლად დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)