16:57 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-16 10:20:00, 360 ნახვა

საზოგადოება
თიბისის აპლიკაციების კონკურსის ნახევარფინალისტები ცნობილია

თიბისის აპლიკაციების კონკურსზე მე-2 ტურში გასული გუნდების ვინაობა ცნობილია. გამარჯვებისთვის სულ 29 სტარტაპერი  იბრძოლებს, ესენია: Exponent Group, WEBHR, Wowchy, PaySlip, კეპლერი, Bubbler, Brokerapp, UPWAY, თრაისი, UniSoft, iPolitician, Allmakery - ოლმეიქერი, Theneo, Instock - ციფრული საწყობი, Crosscreators, სქუადრო, Fudo Team, DeliverOn, CORVIS, Doggo App Team Strange Elo, კოლექტივი, Intera AI, Huppy, მედუ, Areal, Galaxy Taxi, GEPARTS, EduPay.

მე-2 ტური 22-24 სექტემბერს გაიმართება.  გუნდებმა ჟიურის წევრების წინაშე პრეზენტაციის სახით უნდა წარმოადგინონ თავიანთი იდეა: სადემონსტრაციო მასალა, ტექნიკური გადაწყვეტა, განხორციელებისა და კომერციალიზაციის გეგმა. შუალედური ტურის შემდეგ გუნდებს ექნებათ დრო პროტოტიპზე მუშაობის გასაგრძელებლად.

ფინალურ მე-3 ტურში კი 10 საუკეთესო გუნდი გადავა, რომლებიც ინდივიდუალურ კონსულტაციებს სპეციალურად მათთვის მოწვეულ მენტორებთან გაივლიან. ფინალურ ღონისძიებაზე ისინი საჯაროდ წარადგენენ თავიანთი იდეის მუშა პროტოტიპებს. 3 გამარჯვებულს დამოუკიდებელი ჟიური გამოავლენს. გამარჯვებული სტარტაპები შემდეგი კრიტერიუმებით შეირჩევიან: რამდენად ჭრის აპლიკაცია რეალურ პრობლემას, როგორია აპლიკაციის კონცეფცია, ბიზნესმოდელი და ა.შ.

პირველ ადგილზე გასული გუნდი 30 000 ლარით, მეორე და მესამე საპრიზო ადგილებზე გასული გუნდები კი - 15 000 ლარით დაჯილდოვდებიან. კონკურსის დასრულების შემდეგ გამარჯვებულებს კონკრეტული დრო მიეცემათ პროტოტიპების დასასრულებლად. ფულადი ჯილდო კი აპლიკაციის სრულყოფას მოხმარდება.

ყველა დასრულებულ პროექტს თიბისი თავის ბიზნეს მომხმარებლებს შესთავაზებს.

თიბისის მხარდაჭერით აპლიკაციების კონკურსი უკვე მესამე წელია ქვეყანაში ტექნოლოგიური ინდუსტრიის გასავითარებლად, ბიზნესში ტექნოლოგიური გადაწყვეტების შემოსატანად და პროცესების გასამარტივებლად ტარდება. კონკურსი თიბისის პროგრამა „სტარტაპერის“ ორგანიზებით იმართება. კონკურსის მიზანია, საქართველოში ისეთი აპლიკაციების, სოფტების თუ სხვა ციფრული გადაწყვეტების შექმნა, რომლებიც ადამიანებს და ბიზნესებს ყოველდღიურ ცხოვრებას გაუმარტივებს; ასევე, ახალგაზრდა თაობაში ვებ-დეველოპმენტის ცნობადობას გაზრდა და პოპულარიზაცია და ამ მიმართულებით ბიზნესის მხარდაჭერა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
რა შეიცვალა საქართველოს ეკონომიკისთვის ახლო აღმოსავლეთის შეთანხმებიდან ორი კვირის თავზე?
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics