01:54 - 24 Sep, 2021
2021-09-14 17:41:45, 870 ნახვა

საზოგადოება
სუს-ის ჩანაწერები: მამაკაცთან სექსი აქვს 36 მღვდელს, მონაზონთან 23-ს, მათ შორის არიან პედოფილები

ინტერნეტში გავრცელებული ფაილებიდან, რომელმაც, სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გაჟონა, ირკვევა, რომ სუს-ი ინტენსიურად აგროვებს ინფორმაციას სასულიერო პირების, ბერ-მონაზვნებისა და მათთან კავშირში მყოფი სამოქალაქო პირების პირადი ცხოვრების ინტიმურ დეტალებზე.

მასალებში ერთ-ერთ სასულიერო პირზე წერია, რომ "ის შემჩნეულია პედოფილიაში" და დოკუმენტს თან ერთვის ინფორმაციის მიღებისას არასრულწლოვნების ფოტოები და პირადი მონაცემები.

დოკუმენტებში ინფორმაციაა იმ სასულიერო პირებზეც, რომლებიც შემჩნეული იყვნენ ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, შეძენა-შენახვა-რეალიზებაში. მათ შორის, ერთ-ერთი მღვდელმსახური "ნარკოტიკულ საშუალებას სისტემატურად მოიხმარდა სამების კელიაში"

ფაილებში ასევე ვკითხულობთ, რომ "ოპერატიული მუშაობის პროცესში გამოვლინდა - 36 არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მღვდელმსახური, მანდილოსნებთან სექსუალურ ურთიერთობაში შემჩნეული 23 სასულიერო პირი (მათ შორის, მონაზვნები), 21 სასულიერო პირი, რომლებიც მოიხმარენ ნარკოტიკულ საშუალებებს".
ერთ-ერთ ფაილში წერია ორი სასულიერი პირის პედოფილური ზრახვების შესახებ - "ამ უკანასკნელმა 2014 წელს x-ს აცნობა რომ საკუთარ სადარბაზოში გაიცნო 15 წლის "სიმპათიური, ლამაზი ბიჭუნა. მან x შესთავაზა ამ ბიჭის მონასტერში აყვანა, ცოტა ხნით დატოვება და კელიაში "დაბმა", ხოლო ბავშვის მშობლებთან პრობლემებს თავად მოაგვარებდა (აცნობებდა მონასტერში დროებით წასვლის შესახებ), x დათანხმდა აღნიშნულ წინადადებას.
მოგვიანებით y კვლევ დაუკავშირდა x-ს რომელსაც განუმარტა რომ პირველ ეტაპზე უმჯობესი იქნება არასრულწლოვანს თვითონ დაახლოებოდა, ხოლო დაგეგმილი განეხორციელებინათ მომავალში. - წერია ფაილში.
ასევე, გავრცელდა ფაილი, სადაც კონკრეტულ სასულირო და სამოქალაქო პირებს ლგბტ თემს მიაკუთვნებენ და აღწერენ მათ კავშირებს.

კონკრეტული ფაილი, სადაც ეს დეტალებია აღწერილი, შემდეგნაირადაა დასათაურებული - "მრუშები". მასში 80-მდე კონკრეტულ პირზეა ინფორმაცია.
"ექსპრესნიუსი" პერსონალური ინფორმაციის დაცვის მიზნით, ფაილებში მოყვანილ ინფორმაციის დიდ ნაწილს არ ასაჯაროებს. თუმცა, ამ კონკრეტულ ფაილში, პერსონალურ მონაცემებთან და მღვდლებისა და მონაზვნების ინტიმურ კავშირებთან ერთად, საუბარია პედოფილიის ფაქტებზეც, ასევე ინცესტის შემთხვევაზე.

მასალაში საუბარია ერთერთ მაღალიერარქზე, რომელზეც ვკითხულობთ, რომ "შემჩნეულია პედოფილიაში", "გარყვნილი შინაარსის სატელეფონო მიმოწერის გახმაურების გამო შეექმნა პრობლემები", "შეინიშნებოდა ინტიმური კავშირის დამყარების სურვილი არასრულწლოვანთან". ამ სასულიერო პირის მიმართ მსგავსი შინაარსის ბრალდებები წარსულში მედიაშიც არაერთხელ გაშუქებულა.
ფაილების ერთ-ერთ ჩანაწერში, საუბარია ერთ-ერთმა ეპისკოპოსს (დოკუმენტში მოყვანილია სახელი და გვარი და პირადი მონაცემები)  ინტიმური ურთიერთობა ჰქონდა ორ არასრულწლოვან ბიჭუნასთან (დოკუმენტში მოყვანილია მათი სახელი და გვარები და ფოტოები) მღვდელმთავარი არასრულწლოვნებთან გარკვეული დროის განმავლობაში მოკითხვის დონეზე ურთიერთობდა, თუმცა მოგვიანებით განუცხადა, რომ "სექსუალური კავშირის უხეში ფორმებით დამყარების სურვილი" ეპისკოპოსმა ორი არსრულწლოვანი ბიჭი აიყვანა ცხვარიჭამიას ერთ-ერთ სახლში და მათთან დაამყარა სექსუალური კავშირი" წერია დოკუმენტში.

გარდა ამისა, სუს-ის ფაილში საუბარია ერთერთი მართლმადიდებლური სკოლის თანამშრომელ მღვდელზე, რომელზეც ვკითხულობთ, რომ შემჩნეულია არასრულწლოვან გოგოებთან გარყვნილი ქმედების მცდელობაში. კერძოდ, "ეპარქიაში გავრცელებული ინფორმაციით, ინტიმური შინაარსის მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა". ფაილში დასახელებულია ბავშვების ვინაობა და პერსონალური მონაცემებიც.

გარდა ამისა, მაგალითად, აღწერილია, როგორ ცდილობს ესა თუ ის სასულირო პირი ინტიმური კავშირი დაამყაროს მონაზონთან, თუმცა "იღუმენია თავს იკავებს". ასევე, საუბარია იმაზეც, როგორ "გააკეთებინა აბორტი" მღვდელმა სამოქალაქო პირს, რასაც სუსი ასე წერს: "ირიბად სჩანს, რომ მისგან ორსულად იყო".

ვებ-გვერდზე, რომელზეც ფარული დოკუმენტები იყო ატვირთული, საქართველოდან პირდაპირი წვდომა შეიზღუდა

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

ლიდერთა შეხვედრა - ერთობლივი განცხადებები












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics