|
2021-09-14 16:51:19, 458 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - ჩვენი მთავარი გამოწვევა სიღარიბე და უმუშევრობაა, სწორედ ამ პრობლემის დაძლევაზეა მორგებული ყველა ის პროგრამა, რომელიც შევიმუშავეთ
მშვიდობა და სტაბილურობა არის მთავარი მონაპოვარი და თავისუფლება ზოგადად ჩვენი მოქალაქეების, რაც პირველმა ოქტომბერმა მოიტანა და განვითარება ყველა მიმართულებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ქარელის მერობის კანდიდატის, ზაზა გულიაშვილის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული არაერთი მიმართულებით, მათ შორისაა ინფრასტრუქტურა, გზების, ხიდების მშენებლობა, წყალგაყვანილობის პროექტები, ირიგაციის, სამელიორაციო სისტემების აღდგენის პროექტები, სოფლის მეურნეობის პროგრამები და პროექტები, რომელიც წარმატებულად მუშაობს. „ძალიან ბევრმა ადამიანმა ისარგებლა სახელმწიფო პროგრამებით, ათასობით ჰექტრობით მიწები გაშენდა, გავაშენეთ მრავალწლოვანი კულტურები, ხეხილი, ბაღები და უამრავი საწარმო და მათ შორის გადამამუშავებელი საწარმოები დაფინანსდა მთელი ქვეყნის მასშტაბით და ქარელი ამ მხრივ გამორჩეულია. 2 მილიარდზე მეტია დახარჯული ბოლო წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის მიმართულებით. რაც შეეხება ზოგადად ადგილობრივი წარმოების მიმართულებას, პროგრამით, როგორიც არის "აწარმოე საქართველოში", ასობით პროექტი დაფინანსდა და კიდევ უფრო მეტს დავაფინანსებთ. ახლა ჩვენ ვიწყებთ მასშტაბურ პროექტებს. ჩვენი მთავარი გამოწვევა არის სიღარიბე და უმუშევრობა და სწორედ ამ მთავარი მიზნის, მთავარი პრობლემის დაძლევაზე არის მორგებული ყველა ის პროგრამა და გეგმა, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ. 2 მილიარდ 500 მილიონი ლარის ინვესტიციას ვგეგმავთ მთავრობა და ბიზნესი იმისთვის, რომ ადგილობრივი წარმოება განვავითაროთ. ადგილობრივი წარმოების და სოფლის მეურნეობის განვითარება არის გამოსავალი ამ სიტუაციაში", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერის თქმით, შესწავლილია თითოეული რეგიონის და მუნიციპალიტეტის პოტენციალი და რესურსი და პროგრამები რეგიონების მიხედვით თანაბრად გადანაწილდება. „მინიმუმ 100 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება ამ მასშტაბური პროგრამის დაფინანსების შედეგად. 1 300-მდე ახალი საწარმოს დაფინანსებას ვგეგმავთ. გვაქვს განსაზღვრული, იდენტიფიცირებული 350-მდე მიმართულება, რომელიც უნდა დაფინანსდეს. ჩვენ ეტაპობრივად უნდა ჩავანაცვლოთ იმპორტირებული საქონელი და დავიწყოთ ყველაფრის წარმოება ადგილზე. ეს რა თქმა უნდა, ჩვენს ხალხს დაეხმარება, მეტ სამუშაო ადგილს შექმნის და ოჯახები მოძლიერდება. სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ბატონ ლევან დავითაშვილს აქვს ძალიან კარგად ჩამოყალიბებული ხედვა. ჩვენ შევიმუშავეთ გრძელვადიანი განვითარების ხედვა. მომდევნო წლების განმავლობაში, 7 მილიარდი ლარი დაიხარჯება მხოლოდ სოფლის მეურნეობის მიმართულებით, იმისთვის რომ, ფეხზე დავაყენოთ სოფელი, რომ არც ერთი გოჯი მიწა არ დარჩეს დაუმუშავებელი, რომ ჩვენს გლეხებს, ფერმერებს , მშრომელ ხალხს ვასწავლოთ მიწის დამუშავება უფრო უკეთესად, ახალი ტექნოლოგიებით, ახალი კულტურების გაშენებაში დავეხმაროთ. ამისთვის გვაქვს სპეციალური პროგრამები, როგორიც არის „დანერგე მომავალი", რომლითაც, პრაქტიკულად, უფასოდ შეუძლიათ მათ გააშენონ ახალი ბაღები, ხეხილის ბაღები, გრძელვადიანი, მრავალწლოვანი კულტურები და ა.შ. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, საჭიროებს მშვიდობას და სტაბილურობას. ქვეყანა ვერ გაუძლებს ამდენ რყევებს. ჩვენ გვჭირდება მშვიდობა და, რა თქმა უნდა, განვითარების ხედვა, რომელზეც ახლა ვსაუბრობთ", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
რომელი ქვეყნების მოქალაქეები დეპორტირდნენ საქართველოდან ყველაზე ხშირად 2026 წელს?
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი - ჩინური წარმოების პროდუქცია, განსაკუთრებით ავტომობილები, საქართველოს მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს
FT: აშშ-ის დემოკრატები უკრაინისთვის 15 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფას ამზადებენ და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას სურთ
დონალდ ტრამპმა UFC-ის დირექტორს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)