|
2021-09-14 14:17:06, 419 ნახვა
პოლიტიკა
ვახტანგ მაისურაძე - ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც მუნიციპალიტეტის წინაშე არსებული გამოწვევების გადაჭრის რესურსი გააჩნია
,,ქართული ოცნების'' ხელისუფლებისთვის რეგიონების თანაბარი განვითარება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. 2012 წლიდან რეგიონებში ხელისუფლებამ სხვადასხვა მიმართულებით უდიდესი ინვესტიცია ჩადო, ხელი შეუწყო დეცენტრალიზაციას და ადგილობრივი ხელისუფლების გაძლიერებას. განხორციელდა არა ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, სახელმწიფო პროგრამები დღითიდღე უფრო ხელმისაწვდომი ხდება - განაცხადა ,,ქართული ოცნების'' კასპის მერობის კანდიდატმა ვახტანგ მაისურაძემ წარდგენაზე. მერობის კანდიდატის თქმით, კასპის მუნიციპალიტეტის პოტენციალის გათვალისწინებით, კიდევ უფრო მეტად უნდა განვითარდეს ტურიზმის სფერო, რაც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას შეუწყობს ხელს. ,,ჩვენი რეგიონი მდიდარია სოფლის მეურნეობის კუთხით, შესაბამისად ხელი უნდა შევუწყოთ ფერმერული მეურნეობის განვითარებას. კასპის მუნიციპალიტეტში უამრავი ისტორიული-კულტურული მნიშვნელობის ძეგლია, რომელიც ტურისტების დიდი ინტერესს იწვევს, იმ პოტენციალის გათვალისწინებით რაც ჩვენს მუნიციპალიტეტს გააჩნია, კიდევ უფრო მეტად უნდა გაძლიერდეს და განვითარდეს ტურიზმის სფერო, რაც ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას შეუწყობს ხელს. ჩვენთვის პრიორიტეტი იქნება ახალგაზრდების დასაქმება, განათლება, ჯანსაღი ცხოვრების წესზე ზრუნვა. მე ამ რაიონის მკვიდრი ვარ, მიმუშავია მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პოზიციაზე და კარგად ვიცი, ჩვენი ქალაქის, მოსახლეობის წინაშე არსებული პრობლემები და გამოწვევები, - მათი გადაჭრის გზები. მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის მომავალშიც გაგრძელდება გზების რეაბილიტაცია, სასმელი და სარწყავი წყლების სისტემები მოწესრიგება. სკოლების, სკოლამდელი დაწესებულებების მშენებლობა-რეაბილიტაცია, სპორტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება. დიდი ყურადღება მიექცევა ეკოლოგიის მიმართულებას. კარგად მესმის მრავალი გამოწვევა გვაქვს დასაძლევი, მაგრამ ჩვენ ვართ კომპეტენტური, ერთიანი, ძლიერი გუნდი. ჩვენ ვართ ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც ჩვენი მუნიციპალიტეტის წინაშე, არსებული პრობლემების, გამოწვევების გადაჭრის რესურსი გააჩნია'' - განაცხადა ვახტანგ მაისურაძემ წარდგენისას. მერობის კანდიდატმა კასპის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. ესენი არიან: თამაზ ტატანაშვილი, მეგი თათრიშვილი, ლევან გახელაძე, ბადრი ჯანიაშვილი, მაია კაციაშვილი, შოთა ბეგლარაშვილი, გიორგი მჭედლიშვილი, ნუკრი მიდელაშვილი, ალვერ შუკაკიძე, ქიტესა ხოდელი.
რომელი ქვეყნების მოქალაქეები დეპორტირდნენ საქართველოდან ყველაზე ხშირად 2026 წელს?
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი - ჩინური წარმოების პროდუქცია, განსაკუთრებით ავტომობილები, საქართველოს მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს
FT: აშშ-ის დემოკრატები უკრაინისთვის 15 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფას ამზადებენ და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას სურთ
დონალდ ტრამპმა UFC-ის დირექტორს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)