01:59 - 24 Sep, 2021
2021-09-14 12:46:09, 350 ნახვა

საზოგადოება
ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი მიიჩნევს, რომ აუცრელ პედაგოგს საკლასო ოთახში შესვლის უფლება არ უნდა ჰქონდეს

რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური მენეჯერი და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტი, დევი ტაბიძე აცხადებს, რომ სასწავლო პროცესის დასაწყებად აუცილებელია ვაქცინაცია.

როგორც მან მედიაჰოლდინგ „კვირის“ პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აუცრელ პედაგოგს არ უნდა ჰქონდეს საკლარო ოთახში შესვლის უფლება.

„ხვალ-ზეგ სწავლა იწყება. თუ პედაგოგი აცრილი არ იქნება და ის საკლასო ოთაახში შევა, მე რომ სკოლის დირექტორი ვიყო, მას სამსახურიდან აუცილებლად გავათავისუფლებდი. ის არის ოფციალურად საშიში ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მომავალი თაობისთვის. ვიცით, რომ „დელტა“ შტამი ერთ-ერთი ისეთი ვირუსია, რომელიც ბავშვების ჯანმრთელობაზე უარყოფით გალენას იწვევს. ვაქცინაცია სასწავლო პროესის დასაწყებად აუცილებელია. ჩემი მოსაზრება ასეთია, იქნება ეს ბაღის აღმზრდელი, სკოლის თუ უნივერსიტეტების პედაგოგი, აცრილი უნდა იყოს. თუ პედაგოგი აცრილი არ იქნება,მას არ უნდა ჰქონდეს უფლება საკლასო ოთახში შევიდეს. ვთვლი, რომ მთელი „სტაფი“ უნდა იყოს აცრილი, აქ შედის ტექნიკური პერსონალი, დაჯარი და ა.შ“, - განაცხადა დევი ტაბიძემ.




ავტორი: ლანა მრავალაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
კომენტარები

კორონავირუსი - ყველა სიახლე

ვიდეო/LIVE

ლიდერთა შეხვედრა - ერთობლივი განცხადებები












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics