19:28 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-14 10:55:12, 338 ნახვა

საზოგადოება
გიორგი ტყემალაძე - მნიშვნელოვანია, მოსახლეობასთან ერთად დაიგეგმოს ის პროექტები, რომელიც მათ საცხოვრებელ პირობებს გააუმჯობესებს

„ქართული ოცნების" დედაქალაქის საკრებულოს ვაკის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიორგი ტყემალაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ნუცუბიძისა და ვაჟა-ფშაველას გამზირის მოსახლეობას შეხვდა.

როგორც მაჟორიტარობის კანდიდატმა განაცხადა, მნიშვნელოვანია, მოსახლეობასთან ერთად დაიგეგმოს ის პროექტები, რომელიც მათ საცხოვრებელ პირობებს გააუმჯობესებს.

გარდა ამისა, გიორგი ტყემალაძის თქმით,  ვაკის რაიონში, სხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელების პარალელურად, უნდა შეიქმნას კიდევ უფრო მეტი სარეკრეაციო სივრცე და მოეწყოს მეტი სპორტული ინფრასტრუქტურა.  

მისივე თქმით,  მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ამ მიმართულებით მუშაობა კიდევ უფრო გააქტიურდება.

"ვაგრძელებთ შეხვედრებს ვაკის რაიონის მოსახლეობასთან და ვისმენთ მათ  მოსაზრებებს უბნის განვითარების შესახებ.  ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათი მოსაზრებების მოსმენა,  რათა მომავალში მოსახლეობასთან ერთად დავგეგმოთ და განვახორციელოთ ის პროექტები, რომელიც გააუმჯობესებს მათ საცხოვრებელ პირობებს. ჩვენი მთავარი მიზანია, ყველა უბანში, ყველა ქუჩაზე  კიდევ უფრო აქტიურად გავაგრძელოთ იმ პროექტების განხორციელება, რომელიც ადგილობრივებისთვის პრიორიტეტულია"- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
საია: ხოშტარია პოლიტპატიმარია, მისთვის ადეკვატური მკურნალობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი
ოპოზიციონერ ზვიად კუპრავას სასამართლომ 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics