|
2021-09-11 20:03:40, 442 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ლაზარაშვილი - მზად ვარ გამოწვევისთვის, ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ და ახალციხის წარმატების ერთერთ საუკეთესო მაგალითს შევქმნით
ჩვენი რეალისტური ხედვა და კარგად გაანალიზებული გეგმა მეტ განვითარებასა და პროგრესზეა ორიენტირებული. თქვენი თანადგომის იმედი მაქვს, გამარჯვების შემთხვევაში მზად ვარ, ახალი ენერგიით შევუდგე ახალ საქმეს. ცენტრალურ ხელისუფლებასთან აქტიური თანამშრომლობით, ახალციხელების უშუალო ჩართულობით, დასახულ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ - განაცხადა „ქართული ოცნების" ახალციხის მერობის კანდიდატმა ირაკლი ლაზარაშვილმა წარდგენაზე როგორც მეობის კანდიდატმა აღნიშნა, განსაკუთრებული გრძნობაა, როდესაც უალტერნატივო პოლიტიკური ორგანიზაცია, მმართველი პარტია, გიცხადებს ნდობას და გაძლევს შესაძლებლობას, უდიდესი წარსულისა და კულტურის მქონე ქალაქსა და სოფლებს ემსახურო. „ახალციხე ჩემი მშობლიური მხარეა, აქ დავიბადე და გავიზარდე. კარგად ვიცნობ ჩემს ქალაქს, ჩემს მუნიციპალიტეტს, აქ მცხოვრებ მშრომელ, მშვიდ, პატრიოტ ადამიანებს, რომლებიც მაღალი ზნეობის, ურთიერთპატივისცემისა და ტოლერანტობის საუკეთესო მაგალითს წარმოადგენენ. ყველაზე კრიტიკულად განწყობილი ადამიანიც კი ვერ აუვლის გვერდს იმ უდიდეს პროგრესს, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ჩვენს მუნიციპალიტეტს აქვს. მიუხედავად ამისა, ახალციხელები ბევრად მეტს იმსახურებთ. მე და ჩემმა გუნდმა ზუსტად ვიცით, როგორ უნდა გაგრძელდეს პროგრესი და მჯერა, რომ ცენტრალურ ხელისუფლებასთან აქტიური თანამშრომლობით, ახალციხელების უშუალო ჩართულობით, დასახულ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ. დარწმუნებული ვარ, ოთხი წლის შემდეგ, გვექნება შესაძლებლობა გალამაზებული და გამწვანებული ახალციხის, წყლით მომარაგებული და გაზიფიცირებული მუნიციპალიტეტის, ახალი სპორტული მოედნების, კომფორტული საზოგადოებრივი ტრანსპორტის, მეტი განვითარებისა და კეთილდღეობის შესახებ ვისაუბროთ. მე ამ გამოწვევისთვის მზად ვარ, ერთად აუცილებლად გავიმარჯვებთ და ახალციხის წარმატების ერთერთ საუკეთესო, თვალსაჩინო მაგალითს შევქმნით" განაცხადა ირაკლი ლაზარაშვილმა. მერობის კანდიდატმა ახალციხის მაჟორიტარულ ოლქებში დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. ესენი არიან: დავით სამსონიძე, გელა ჭალიძე, ამბარცუმ ბაბოიანი, მერი ხაბეიშვილი, ზურაბ ბარძიმაძე, სიმონ გელაშვილი, ვლადიმერ კუტანიძე, იოსებ კაპანაძე, არუთუნ აგადადიანი, პეტროს ვართანიანი, ზაალ ბერიძე, ილია კაპანაძე, გიორგი ინასარიძე.
რომელი ქვეყნების მოქალაქეები დეპორტირდნენ საქართველოდან ყველაზე ხშირად 2026 წელს?
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი - ჩინური წარმოების პროდუქცია, განსაკუთრებით ავტომობილები, საქართველოს მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს
FT: აშშ-ის დემოკრატები უკრაინისთვის 15 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფას ამზადებენ და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას სურთ
დონალდ ტრამპმა UFC-ის დირექტორს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)