|
2021-09-11 17:43:42, 384 ნახვა
პოლიტიკა
ოთარ არბოლიშვილი - ბორჯომი კიდევ უფრო ლამაზი, საცხოვრებლად კომფორტული, ინვესტორებისა და ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველი იქნება
ბორჯომისთვის მომავალი ოთხი წელი სწრაფი ტემპით განვითარების საწინდარი იქნება. თქვენი მხარდაჭერის იმედი მაქვს და მჯერა, ოთხი წლის შემდეგ, ჩვენი მუნიციპალიტეტი კიდევ უფრო ლამაზი, საცხოვრებლად კომფორტული, ინვესტორებისა და ტურისტებისათვის უფრო მიმზიდველი იქნება'' - განაცხადა ,,ქართული ოცნების'' ბორჯომის მერობის კანდიდატმა ოთარ არბოლიშვილმა წარდგენაზე. მერობის კანდიდატის თქმით, უნდა მოხდეს რეკრეაციული და სამედიცინო ტურისტული პოტენციალის განვითარება, ხელი შეეწყოს სამთო-სათხილამურო სპორტს. ,,მე და ჩემს გუნდს, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით, გვაქვს რეალური მიზნები და ამოცანები. ჩვენ უნდა შევქმნათ თანამედროვე სპორტული ინფრასტრუქტურა, ასევე ხელი შევუწყოთ ახალი კომფორტული ტურისტული ლოკაციების განვითარებას, კიდევ უფრო განვავითაროთ სამთო–სათხილამურო სპორტი. მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ ის უდიდესი რეკრეაციული და სამედიცინო ტურისტული პოტენციალი, რომელიც გააჩნია ბორჯომს. ეს ყველაფერი შექმნის მეტ სამუშაო ადგილს და ადგილობრივებისთვის მეტ შემოსავალს მოიტანს.'' -განაცხადა ოთარ არბოლიშვილმა. კანდიდატმა მადლობა გადაუხადა ,,ქართულ ოცნებას'' გამოცხადებული ნდობისთვის. ,,დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, როდესაც გაქვს შესაძლებლობა, იყო შენი მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ისეთი მუნიციპალიტეტის, როგორიც ბორჯომია, ემსახურო ისეთ ხალხს, როგორიც ბორჯომელები არიან - სტუმართმოყვარე და მშრომელი ადამიანები. ძლიერი რეგიონი, ძლიერი, ერთიანი საქართველოს წარმატების გარანტიაა, რისთვისაც ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ. ბოლო წლების განმავლობაში ადგილობრივი თვითმმართველობის და ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით ბევრი რამ გაკეთდა, რათა ჩვენი მუნიციპალიტეტი უფრო მეტად გალამაზებულიყო, კომფორტული და ეკონომიკურად ძლიერი გამხდარიყო. 2017 წლიდან დღემდე საკრებულოს წევრი ვარ. ვიკავებდი სხვადასხვა თანამდებობას და ვიცი, რომ ბევრი რამ გაკეთდა. თუმცა, წინ ბევრი გამოწვევაა. მთელი ეს პერიოდი ვხედავდი, როგორ ვითარდებოდა მუნიციპალიტეტი. მერად ჩემი არჩევის შემთხვევაში, აქტიურად გაგრძელდება მიმდინარე და დაგეგმილი პროექტების განხორციელება. ახლა კი მინდა წარმოგიდგინოთ ჩვენი მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები: ნიკოლოზ კიკნაძე, მერაბ იობაშვილი, ვიოლეტა ბალახაშვილი, ელზა კუჭუხიძე, ივანე გელაშვილი, ზურაბ ბლიაძე, კახაბერ თედიაშვილი, მამუკა ლურსმანაშვილი, დავით თედიაშვილი, ედუარდ ამბარცუმიანი, ანდრუშ ირიციანი". - განაცხადა ოთარ არბოლიშვილმა.
რომელი ქვეყნების მოქალაქეები დეპორტირდნენ საქართველოდან ყველაზე ხშირად 2026 წელს?
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი - ჩინური წარმოების პროდუქცია, განსაკუთრებით ავტომობილები, საქართველოს მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს
FT: აშშ-ის დემოკრატები უკრაინისთვის 15 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფას ამზადებენ და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას სურთ
დონალდ ტრამპმა UFC-ის დირექტორს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)