|
2021-09-10 20:46:44, 590 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - ვიცი, რომ დღეს ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება მორატორიუმი მცხეთის ტერიტორიაზე, ამ მიმართულებით ვმუშაობთ, კიდევ უფრო მეტად გავააქტიურებთ მუშაობას და ძალიან მალე იქნება მიღებული გადაწყვეტილება
ჩვენ გვაქვს ძალიან ამბიციური, მასშტაბური გეგმები ინფრასტრუქტურის განვითარების მიმართულებით; გზების მშენებლობა, ხიდების მშენებლობა იქნება თუ სხვა, ჩვენ მაქსიმუმ 10 წლის განმავლობაში გვაქვს გაწერილი გეგმა, რომ 32 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" მცხეთის მერობის კანდიდატის, დიმიტრი ზურაბიშვილის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მცხეთის მუნიციპალიტეტში ძალიან ბევრი პროექტი განხორციელდა, იქნებოდა ეს სკოლების, ბაღების მშენებლობა, გზების მოწყობა, სპორტული კომპლექსის მშენებლობა, საცურაო აუზი და ა.შ. თუმცა, ეს არ არის საკმარისი და კიდევ მეტი, უფრო მეტი ამბიციური გეგმები განხორციელდება. „ჩვენ დღეს დავათვალიერეთ მაგალითად ქვეშეთი-კობის გვირაბის მშენებლობა, რომელიც მართლაც არის უნიკალური. ეს არის 9-კილომეტრიანი გვირაბი, რომლის მშენებლობა დღეს დავიწყეთ უკვე და დასრულდება სულ რაღაც 2 წელიწადში. ეს ძალიან გააადვილებს გადაადგილებას ჩვენი მოქალაქეებისთვის, ტურისტებისთვის. მოგეხსენებათ, რომ ამ მონაკვეთზე ათასობით მანქანა გადაადგილდება დღის განმავლობაში - 3-4 ათასი მანქანა და არის ძალიან გართულებული მით უმეტეს ზამთრის პირობებში. 100 დღის განმავლობაში იკეტებოდა მანამდე ეს გზა. ამ პროექტის განხორციელების შემდეგ, თბილისიდან ყაზბეგში ჩასვლა შეგვეძლება სულ რაღაც საათ-ნახევარში. ასევე, ჩვენ ვგეგმავთ, რომ ნატახტარი-ჟინვალის მონაკვეთის მშენებლობაც ძალიან მალე დავიწყოთ. გუდაურში თბილისიდან ჩავალთ 1 საათში და გუდაურს გარდავქმნით რეალურად თანამედროვე ევროპული ტიპის კურორტად. ვიცი, რომ დღეს ჯერ კიდევ გამოწვევად რჩება მორატორიუმი მცხეთის ტერიტორიაზე. ჩვენ ამ მიმართულებით ვმუშაობთ. კიდევ უფრო მეტად გავააქტიურებთ მუშაობას და ძალიან მალე იქნება მიღებული გადაწყვეტილება. ამ ყველაფერს სჭირდება მშვიდობა და სტაბილურობა. ჩვენი ხელისუფლება „ქართული ოცნება" არის ის, დღეს ყოველ შემთხვევაში, ერთადერთი პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, რომელმაც თავისი საქმით, თავისი გონივრული, პრაგმატული პოლიტიკით შეძლო სიტუაციის დეესკალაცია, ვითარების დასტაბილურება და ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი მართვა და მშვიდობიანი განვითარება", - განაცხადა პრემიერმა.
რომელი ქვეყნების მოქალაქეები დეპორტირდნენ საქართველოდან ყველაზე ხშირად 2026 წელს?
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი - ჩინური წარმოების პროდუქცია, განსაკუთრებით ავტომობილები, საქართველოს მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს
FT: აშშ-ის დემოკრატები უკრაინისთვის 15 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფას ამზადებენ და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას სურთ
დონალდ ტრამპმა UFC-ის დირექტორს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)