17:07 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-10 16:56:26, 420 ნახვა

პოლიტიკა
ვასილ გველესიანი წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონის  მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა, ვასილ გველესიანმა, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ცენტარული ქალაქის ტერიტორიაზე მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო. -ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

 „დღეს, ქალაქის ტერიტორიაზე დავიწყეთ შეხვედრები. პირველი შეხვედრა საყავრიის ადმინისტრაციულ ერთეულში გავმართე, საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძესთან და დეპუტატობის კანდიდატ გიორგი კაკოიშვილთან ერთად.

ბოლო წლების განმავლობაში საყავრიის ტერიტორიაზე  ბევრი მნიშნელოვანი პროქტი განხორციელდა. სრულადაა მოწესრიგებული წყალმომარაგება და საგზაო ინფრასტრუქტურა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა პირველ საჯარო სკოლას, ლაღიძის ქუჩაზე რეაბილიტირდა სპორტული მოედანი. დაგეგმილია ჭავჭავაძისა და მერჩულის ქუჩაზე არსებული სპორტული მოედნების რეაბილიტაცია.

მოსახლეობა მადლობას უხდის „ქართული ოცნების“ მაჟორიტარ კანდიდატ გიორგი კაკოიშვილს, მისი დეპუტატობის პერიოდში  განხორციელებული პროექტებისათვის და უდიდეს იმედს გამოთქვამენ, რომ მომავალი 4 წლის განმავლობაში  ის უფრო მეტის გაკეთებას შეძლებს.

მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდო მოსახლეობის ჩართულობა, რადგან თითოეული პროექტი დაიგეგმოს და განხორციელდეს მოსახლეობის სურვილისამებრ“- განაცხადა ვასილ გველესიანმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics