|
2021-09-10 16:34:44, 536 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი თავისუფლებაა, ვერავინ შეძლო ქართველების დაჩოქება და როგორ, დავმორჩილებოდით ასეთ უსახურ პოლიტიკოსებს, როგორიც სააკაშვილი და მისი კრიმინალური ბანდაა
„ქართული ოცნების" ერთ-ერთი მთავარი მონაპოვარი არის თავისუფლება, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს დავუბრუნეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" თიანეთის მერობის კანდიდატის, ლევან წიკლაურის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის შეფასებით, ზოგიერთ უგუნურ მმართველს ეგონა, რომ საკუთარი მოკლე მხედველობით შეძლებდა ღირსეული ხალხის დაჩოქებას. „ვერც ერთმა დამპყრობელმა ვერ შეძლო ღირსეული და თავისუფლებისმოყვარე ქართველი ხალხის დაჩოქება და როგორ შეიძლებოდა, დავმორჩილებოდით ასეთ უსახურ პოლიტიკოსებს, როგორიცაა სააკაშვილი და მისი კრიმინალური ბანდა. აღარ მინდა, თქვენი ყურადღება შევაჩერო დიდ ზიანზე, რომელიც მათ ჩვენს ქვეყანას მიაყენეს, ნგრევა და უბედურება მოუტანეს ჩვენს ქვეყანას, შფოთვა, ალიაქოთი და ისტერიკა სწორედ მათ შემოიტანეს ჩვენს ქვეყანაში. ეს, სამწუხაროდ იმის მიუხედავად, რომ ჩვენმა ხალხმა გაისტუმრა მშვიდობიანად ეს მოძალადე ხელისუფლება თქვენ ხედავთ, რომ ბოლო 9 წელია, სისტემატურად მიმდინარეობს ხელოვნური კრიზისების შექმნა. და ვთქვათ ეხლა, რომ მათ მოახერხეს ის, რომ ყოველდღიურად ზღვარგადასული ნიაღვარი მოედინება მათი ამ ძალიან ანგაჟირებული პოლიტიკური ტელევიზიებიდან, მათ მიერ მართული ტელევიზიებიდან, პირდაპირ აღვივებენ ზიზღს, ერთმანეთში ძალადობას, დაპირისპირებას, შუღლს. ეს რა თქმა უნდა ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ხალხს არაფერს კარგს არ უქადის და არაფერს კარგს არ მოუტანს. ჩვენ ეს კარგად ვიცით. წარმოიდგინეთ, რომ ამდენი გამოწვევების მიუხედავად, მათ შორის მით უმეტეს როცა ჩვენ ვიცით, რომ ჩვენი ქვეყანა არის ოკუპირებული, ვცხოვრობთ ოკუპანტ ძალასთან ერთად ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე, ამის მიუხედავად ვახერხებთ, რომ ერთადერთი, მშვიდობიანი პერიოდი სწორედ არის „ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდი, როცა ქვეყანა 9 წლის განმავლობაში არ ჰქონია არც ომი, არც რაიმე სერიოზული დაპირისპირება. ასე მშვიდობიანად, მტკიცედ და მყარად ვმართავთ ქვეყანას და ვავითარებთ ჩვენს სახელმწიფოს ყველა მიმართულებით", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
რომელი ქვეყნების მოქალაქეები დეპორტირდნენ საქართველოდან ყველაზე ხშირად 2026 წელს?
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი - ჩინური წარმოების პროდუქცია, განსაკუთრებით ავტომობილები, საქართველოს მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს
FT: აშშ-ის დემოკრატები უკრაინისთვის 15 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფას ამზადებენ და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას სურთ
დონალდ ტრამპმა UFC-ის დირექტორს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)