|
2021-09-10 14:57:48, 320 ნახვა
პოლიტიკა
ბაკურ ავსაჯანიშვილი - მზად ვარ, ჩემი ცოდნა და გამოცდილება მოვახმარო ჩემს ხალხს
მოსახლეობის აქტიური ჩართულობით გადავლახავთ ნებისმიერი დაბრკოლებას და ვიცხოვრებთ განვითარებულ ყაზბეგში, რომელიც საუკეთესო იქნება როგორც ადგილობრივებისთვის, ისე ტურისტებისთვის - განაცხადა ,,ქართული ოცნების'' ყაზბეგის მერობის კანდიდატმა ბაკურ ავსაჯანიშვილმა წარდგენაზე. მისი თქმით, ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის დღიდან, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. ეტაპობრივად უმჯობესდება ინფრასტრუქტურა, წყალმომარაგება, ხდება საგზაო თუ სხვა ტიპის საკითხების მოგვარება. ,,მოსახლეობის კეთილდღეობისთვის ხორციელდება მთელი რიგი სოციალური პროგრამები. მიუხედავად ამისა, აქტიურ პრობლემად რჩება დაბა სტეფანწმინდისა და გერგეტის უბნის წყალმომარაგების საკითხი, ამ პრობლემის გადასაჭრელად მიმდინარეობს საპროექტო სამუშაოები და უახლოეს მომავალში ეს პრობლემა აუცილებლად მოგვარდება. კარგად მაქვს გააზრებული ის საჭიროებები, რომელიც ჩვენი მუნიციპალიტეტის თითოეულ მოსახლეს აქვს. მე და ჩემი გუნდი გავაგრძელებთ მუშაობას ამ პრობლემის მოსაგვარებლად. განვავითარებთ ინფრასტრუქტურას, განათლებას, კულტურას. ხელი შეეწყობა ახალგაზრდულ და სპორტული ღონისძიებებს. ასევე, უზრუნველყოფილი იქნება მოსახლობის ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური საკითხები. მოსახლეობის აქტიური ჩართულობით გადავლახავთ ნებისმიერი დაბრკოლებას და ვიცხოვრებთ განვითარებულ ყაზბეგში, რომელიც საუკეთესო იქნება როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე ტურისტებისთვის. ჩემთვის დიდი პატივი და გამოწვევაა წარვდგე თქვენს წინაშე, როგორც ყაზბეგის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი. ამ ნდობისთვის მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ჩვენს პოლიტიკურ გუნდს - „ქართულ ოცნებას". თქვენი მხარდაჭერის შემთხვევაში მზად ვარ, ჩემი ცოდნა და გამოცდილება, როგორც მერმა, მოვახმარო ჩემს ხალხს. ცენტრალურ ხელისუფლებასთან კოორდინაციით, თქვენი მაქსიმალური ჩართულობით, დასახულ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ და მომავალი 4 წლის განმავლობაში ჩვენი მუნიციპალიტეტი ბევრად უფრო განვითარებული და წარმატებული იქნება. მინდა წარმოგიდგინოთ მაჟორიტარობის კანდიდატები: დავით ქირიკაშვილი, ბართლომე პაპიაშვილი, პავლე ავსაჯანიშვილი, დავით ხულელიძე, კახა ჩოფიკაშვილი, ელგუჯა ღუდუშაური" - განაცხადა ბაკურ ავსაჯანიშვილმა.
რომელი ქვეყნების მოქალაქეები დეპორტირდნენ საქართველოდან ყველაზე ხშირად 2026 წელს?
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი - ჩინური წარმოების პროდუქცია, განსაკუთრებით ავტომობილები, საქართველოს მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს
FT: აშშ-ის დემოკრატები უკრაინისთვის 15 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფას ამზადებენ და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას სურთ
დონალდ ტრამპმა UFC-ის დირექტორს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)