01:01 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-07 18:13:30, 593 ნახვა

საზოგადოება
აჭარაში იმ პირებს, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლიათ გადაადგილება, COVID - 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ბინაზე უტარდებათ

იმ პირებს, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაადგილება არ შეუძლიათ, COVID - 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ბინაზე უტარდებათ. აღნიშნული სერვისით ამ დროისთვის აჭარაში 74 პაციენტმა ისარგებლა.-ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, სერვისის ბინაზე მიღების მიზნით მოქალაქემ ცხელ ხაზზე - 1522 უნდა დარეკოს. შეტყობინების შემდგომ, ვაქცინის დანაკარგის თავიდან აცილების მიზნით, მობილური ჯგუფები გამოძახებაზე პერიოდულად, მოთხოვნილი ვაქცინის მიხედვით გადიან.

,,აჭარაში ბინაზე ვაქცინაცია დაიწყო აგვისტოს თვიდან და აქტიურად ვარ ჩართული სერვისის განხორციელებაში. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა, რადგან ძირითადად სერვისით მოსარგებლეები გახლავთ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებსაც გადაადგილება არ შეუძლიათ და აუცილებელია მათი ვაქცინაცია. აღნიშნულ სერვისს მობილური ჯგუფები რეგიონის მასშტაბით ვახორციელებთ“ - აღნიშნა ექიმმა, ირინა მექვაბიშვილმა.

დღეს, ბინაზე ვაქცინაცია 15-მდე მოქალაქეს ჩაუტარდება, მათ შორისა უკვე აიცრა - 80 წლის ნელი ნაჭყეპია.

,,პირველი ვაქცინა გავიკეთე კლინიკაში, შემდეგ ფეხი დავიზიანე და ვინაიდან გადაადგილება არ შემეძლო, გამოვიძახე მობილური ჯგუფი ბინაზე. მოვიდნენ და ძალიან კმაყოფილი ვარ, მეორე დოზა ,,სინოვაკი“-ს ვაქცინით ბინაზე ავიცერი. მჯერა რომ აცრა დაგვიცავს“, განაცხადა ნელი ნაჭყეპიამ.

,,მე პირადად ორჯერადად ვარ აცრილი, ჩემი მეუღლე გახლავთ მწოლიარე, ამიტომ იძულებული ვიყავით გამოგვეძახებინა მობილური ჯგუფი და დღეს ბინაზე ავცერით. მადლობელი ვართ ამ შესაძლებლობისთვის“ - აღნიშნა, ვლადიმერ გოგიამ, 81 წლის ეთერ გოგიას მეუღლემ

"აჭარაში ამ დროისთვის ჩატარებულია- 161 846 დოზა ვაქცინა, მათ შორის ორი დოზით აცრილია - 58 477 მოქალაქე."-ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics