12:04 - 08 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-06 14:01:19, 667 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე სააკაშვილის განცხადებაზე - მაგის ჩამოსვლას ელოდება მთელი შესაბამისი სამსახურები და ჩამოვიდეს

გუშინდელი დღიდან მოყოლებული ვზივარ ტელევიზორთან და ვერ ვცილდები, როდის იქნება ეგ მომენტი, რომ რაღაც თქვას, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს ყოფილ პრეზიდენტ, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განუცხადა,რომელმაც საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე განცხადების გაკეთება დაანონსა. 

კალაძის თქმით, ამ საკითხზე კომენტირება არასერიოზულია.

“მაგის ჩამოსვლას ელოდება მთელი შესაბამისი სამსახურები და ჩამოვიდეს. რა თქმა უნდა, უნდა ჩამოვიდეს და პასუხი აგოს იმ დანაშაულებზე, რაც აქვს ჩადენილი”, - აცხადებს კალაძე.

ცნობისთვის, სააკაშვილი მის გეგმებსა და საქართველოში მიმდინარე პროცესებში ჩართვასთან დაკავშირებით განცხადებას დღეს გააკეთებს. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი - ჩინური წარმოების პროდუქცია, განსაკუთრებით ავტომობილები, საქართველოს მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს
FT: აშშ-ის დემოკრატები უკრაინისთვის 15 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფას ამზადებენ და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას სურთ
დონალდ ტრამპმა UFC-ის დირექტორს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
მოსკოვის ცენტრში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს; ზოგიერთს სამხედრო რეგისტრაციისა და გაწვევის ოფისში უწყება გადაეცა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics