|
2021-09-05 15:03:47, 532 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ჩვენს მიერ 10 ათას კილომეტრზე მეტი გზის დაგებას
2012 წლის 1-ლი ოქტომბრის შემდგომ, ჩვენ არაერთი წარმატებული რეფორმა, პროექტი განვახორციელეთ, იქნებოდა ეს ინფრასტრუქტურა, სოფლის მეურნეობა, ადგილობრივი წარმოების განვითარება-გაძლიერება, სპორტი, კულტურა, ჯანდაცვის მიმართულებით გადადგმული ძალიან ეფექტური ნაბიჯები, როგორიც არის საყოველთაო ჯანდაცვა, C ჰეპატიტის ელიმინაცია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ცაგერის მერობის კანდიდატის, გიორგი ნემსაძის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ათასობით ადამიანი განიკურნა სრულიად უფასოდ. „ჩვენ ვაშენებთ სკოლებს, ამბულატორიებს, ბაღებს. 170 ახალი სკოლა ავაშენეთ ამ 8 წელიწადში, 250 სკოლის რეაბილიტაცია მოვახდინეთ. ასეულობით ბაღის გარემონტება შევძელით, მაგრამ ეს საკმარისი არ არის. მოვდიოდით ამ ულამაზეს მხარეში და მართლაც თითქმის ყველა გზა დასრულებულია. გამოდიან უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ჩვენს მიერ 10 ათას კილომეტრზე მეტი გზის დაგებას. მათთვის საკმარისია, იმოგზაურონ რეგიონებში, მუნიციპალიტეტებში, სოფლებში და თავად დარწმუნდნენ ჩვენს მიერ გაკეთებულ საქმეში. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი. ჩვენ კარგად გვესმის, რომ მხოლოდ გზების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ყველა იმ საქმის გაკეთება არ არის საკმარისი. ჩვენი ხალხის, ჩვენი ძვირფასი და მართლაც უნიკალური ხალხის მთავარი გამოწვევა და პრობლემა დღეს არის უმუშევრობა, დასაქმების საკითხები, შესაბამისად, ეკონომიკური განვითარება უნდა იყოს და არის ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტი. ერთია, რა გაკეთდა, სოფლის მეურნეობის, ადგილობრივი წარმოების მიმართულებით, პროგრამები როგორიცაა - „აწარმოე საქართველოში", რომლის ფარგლებში 20 ათასი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნა და მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდა. მთელი რეგიონების მიხედვით გადანაწილდა ეს სიკეთეები, მაგრამ ჩვენ მასშტაბები უნდა გავზარდოთ. 7 მილიარდი ლარის ინვესტიციას ვგეგმავთ მხოლოდ სოფლის მეურნეობის მიმართულებით მომდევნო წლების განმავლობაში იმისთვის, რომ ყველა რეგიონი განვითარდეს თანაბრად და სიკეთე გადანაწილდეს თანაბრად ჩვენს მოსახლეობაზე", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი - ჩინური წარმოების პროდუქცია, განსაკუთრებით ავტომობილები, საქართველოს მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს
FT: აშშ-ის დემოკრატები უკრაინისთვის 15 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფას ამზადებენ და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას სურთ
დონალდ ტრამპმა UFC-ის დირექტორს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
მოსკოვის ცენტრში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს; ზოგიერთს სამხედრო რეგისტრაციისა და გაწვევის ოფისში უწყება გადაეცა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)