|
2021-09-05 11:47:19, 755 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - ჩვენი ოპონენტები 24 საათის განმავლობაში აკრიტიკებენ ხელისუფლებას არა გაკეთებულ საქმეზე, არამედ მხოლოდ პირად შეურაცხყოფაზე არიან გადასული
2012 წლის 1-ლი ოქტომბრიდან, მას შემდეგ, რაც ჩვენ ყველამ ერთად ისტორიულ გამარჯვებას მივაღწიეთ, ქვეყანა დავამშვიდეთ, დავასტაბილურეთ და დავიწყეთ რეალური საქმის კეთება, რეალური და არა ფასადური და მხოლოდ ფრაგმენტული, ისიც ჩინოვნიკების კომფორტზე მორგებული პროექტების განხორციელება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ონის მერობის კანდიდატის, სერგო ხიდეშელის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა ონის მოსახლეობას მერობის კანდიდატი სერგო ხიდეშელი წარუდგინა და აღნიშნა, რომ იგი იქნება ხალხის სამსახურში 24 საათის განმავლობაში. ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე შეაჯამა გასული 8 წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტები და ხაზი გაუსვა მიღწეულ პროგრესს. „ონის მერი, რა თქმა უნდა, იქნება თქვენს სამსახურში და 24 საათის განმავლობაში მოგემსახურებათ თქვენ. ასეთი კაცია ჩვენი სერგო ხიდეშელი. ახალგაზრდა, ენერგიული, დიდი გამოცდილებით, მიუხედავად მისი ასაკისა, უნარიანი და მართლაც ძალიან წესიერი კაცი, რომელიც მოემსახურება ონს და ონელებს. ვიდრე ჩვენს კანდიდატს წარმოგიდგენთ, მინდა, კიდევ ერთხელ შევაჯამოთ ის განვლილი საქმეები, რომელიც ამ ულამაზეს მუნიციპალიტეტში და ზოგადად, მთლიანად რაჭის რეგიონში გავაკეთეთ. 2012 წლის 1-ლი ოქტომბრიდან, მას შემდეგ, რაც ჩვენ ყველამ ერთად ისტორიულ გამარჯვებას მივაღწიეთ, ქვეყანა დავამშვიდეთ, დავასტაბილურეთ და დავიწყეთ რეალური საქმის კეთება, რეალური და არა ფასადური და მხოლოდ ფრაგმენტული, ისიც ჩინოვნიკების კომფორტზე მორგებული პროექტების განხორციელება. ჩვენი ოპონენტები 24 საათის განმავლობაში აკრიტიკებენ ხელისუფლებას არა გაკეთებულ საქმეზე, არამედ მხოლოდ პირად შეურაცხყოფაზე არიან გადასული. ამ დროს ჩვენი ხელისუფლება აკეთებს საქმეს, იქნება ეს ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, გაზიფიცირების სამუშაოები, წყალგაყვანილობა, უამრავი სხვა პროექტი - სკოლების მშენებლობა, ბაღების რეაბილიტაცია, საავადმყოფოების, ამბულატორიების აშენება-მოწყობა. ძალიან ბევრი გაკეთდა თუნდაც სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ადგილობრივი წარმოების წასახალისებლად ჩვენ დავიწყეთ ისეთი წარმატებული პროექტები, როგორიც არის „აწარმოე საქართველოში", „დანერგე მომავალი", „შეღავათიანი აგროკრედიტი", რომლითაც ჩვენმა მოსახლეობამ ისარგებლა და ათასობით ბენეფიციარმა მიიღო ის სარგებელი, რომელიც სახელმწიფომ გამოყო ჩვენი მოსახლეობისთვის. შეიქმნა ათასობით ახალი სამუშაო ადგილი. თუმცა, ჩვენ კარგად გვესმის, რომ დღეს ყველაზე მთავარი გამოწვევა ქვეყანაში არის უმუშევრობა და ეკონომიკური სიდუხჭირე, რაც ჩვენ ყველამ ერთად, ერთიანი ძალისხმევით უნდა დავძლიოთ. ამას სჭირდება კიდევ უფრო გაათმაგებული ენერგიით მუშაობა, კიდევ უფრო მაღალი ტემპები, რათა რაც შეიძლება მოკლე დროში მოგვარდეს ყველა ის პრობლემა, რომელიც ჯერ კიდევ დარჩენილია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი - ჩინური წარმოების პროდუქცია, განსაკუთრებით ავტომობილები, საქართველოს მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს
FT: აშშ-ის დემოკრატები უკრაინისთვის 15 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფას ამზადებენ და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას სურთ
დონალდ ტრამპმა UFC-ის დირექტორს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
მოსკოვის ცენტრში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს; ზოგიერთს სამხედრო რეგისტრაციისა და გაწვევის ოფისში უწყება გადაეცა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)