|
2021-09-04 17:33:20, 597 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - კოვიდ-ბარათი არის საინფორმაციო ტიპის ბარათი, რომელიც ყველა მოქალაქეს შეუძლია, ნებისმიერ დროს აიღოს, ის, რომ ჩემი პირადი ნომრით, უნებართვოდ შედიან და ასეთ სიყალბეს ჩაიდენენ, არის ძალიან სამარცხვინო საქციელი
გუშინ, „მთავარმა არხმა" მორიგი სიცრუე და პროვოკაცია ჩაიდინა, კერძოდ, მინდა მოსახლეობას ავუხსნა, ჩემი ნებართვის გარეშე, ჩემი პირადი ნომრის გამოყენებით შევიდნენ და დამარეგისტრირეს მეორე აცრაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს წყალტუბოში განუცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ჯერ მხოლოდ ერთხელ არის აცრილი „ფაიზერის" ვაქცინით და პროტოკოლით განსაზღვრული ვადა მეორე აცრისთვის, არ გასულა. „თქვენ იცით, ესწრებოდით კიდეც, მე ერთხელ ვარ აცრილი „ფაიზერით" და მაქვს კიდევ რამდენიმე კვირა, პროტოკოლით განსაზღვრულია 21-28 დღე ან მაქსიმუმ 42 დღემდე, ჯერ არ არის გასული 28 დღე, მადლობა, რომ ასე ზრუნავთ ჩემს ჯანმრთელობაზე, მაგრამ ის, რომ ჩემი პირადი ნომრით, უნებართვოდ, ჩემი ნებართვის გარეშე შედიან თქვენი თანამშრომლები და მართლაც ასეთ სიყალბეს ჩაიდენენ, არის ძალიან სამარცხვინო საქციელი. გაავრცელეს ინფორმაცია, თითქოს ავიღე გაყალბებული კოვიდ-ბარათი. ამის თაობაზე იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია. ეს არის ჩვეულებრივი საინფორმაციო ბარათი, რომელიც ჩემი დავალებით იუსტიციის სამინისტრომ დაამზადა და ყველა მოქალაქეს შეუძლია, ნებისმიერ დროს აიღოს. ეს ბარათი შეიცავს შემდეგ ინფორმაციას, თუ ადამიანი არის ვაქცინირებული, რამდენი დოზით, რამდენჯერ, ბოლო PCR-ტესტის შედეგები და ასევე, მას ჰქონდა თუ არა გადატანილი კოვიდი. ეს არის ძალიან მარტივი საინფორმაციო ბარათი, რომელსაც დავარქვით კოვიდ-ბარათი. სამწუხაროა, როდესაც ასეთი ტყუილებით საზოგადოება შეგყავთ შეცდომაში და 9 სექტემბერს რომ დამინიშნეთ აცრა. თქვენი ორგანიზაცია და თქვენი ტელევიზია სამწუხაროდ ეწევა ამ დემაგოგიას და ტყუილის ტირაჟირებას. იკითხეთ ხოლმე, გაარკვიეთ, გადაამოწმეთ და შემდეგ ისე გაავრცელეთ ინფორმაცია. მისასალმებელია, რომ სახელმწიფო ინსპექტორმა ამის თაობაზე გაავრცელა განცხადება და დაინტერესება გამოიჩინეს. მე მივესალმები ამ ფაქტს. არ შეიძლება, ადამიანის ნებართვის გარეშე მისი პირადი მონაცემების გამოყენება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი - ჩინური წარმოების პროდუქცია, განსაკუთრებით ავტომობილები, საქართველოს მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს
FT: აშშ-ის დემოკრატები უკრაინისთვის 15 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფას ამზადებენ და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას სურთ
დონალდ ტრამპმა UFC-ის დირექტორს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
მოსკოვის ცენტრში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს; ზოგიერთს სამხედრო რეგისტრაციისა და გაწვევის ოფისში უწყება გადაეცა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)