|
2021-09-03 21:19:45, 416 ნახვა
პოლიტიკა
თემურ მიქელაძე - ვაქცინაცია ეს არის ყველაზე საჭირო და დროული ინტერვენცია, რაც კი კაცობრიობას საზოგადოებრივ ჯანდაცვაში გაუკეთებია
პედიატრმა, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თბილისის მერობის კანდიდატის მხარდამჭერთა დარბაზის ხელმძღვანელმა თემურ მიქელაძემ, კახა კალაძეს და მის გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა. როგორც მან მხარდამჭერთა დარბაზის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა, დედაქალაქის მერობის კანდიდატის საარჩევნო სლოგანი სიცოცხლესთან არის დაკავშირებული, რომელსაც თითოეული ადამიანი უნდა ემსახუროს. „პირველ რიგში, დიდი მადლობა ნდობისთვის. მინდა, კახა კალაძეს მადლობა გადავუხადო იმ განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, რამაც ხელი შეუწყო რეკრეაციული სივრცეების შექმნას, რაც აუცილებელია ჩვენი ბავშვებისთვის, ჩვენი მოხუცებისთვის. ვიმედოვნებ, რომ შემდგომში კახა კალაძის გუნდი და ჩვენ, ყველა ერთად, უფრო მეტს გავაკეთებთ ჩვენი თბილისისთვის. პედიატრია მაინც სიმბოლურად დაკავშირებულია სიცოცხლესთან და სიმბოლურია ისიც, რომ კახა კალაძის სლოგანია - „მეტი სიცოცხლე ყველა უბანში". სწორედ სიცოცხლეს უნდა ვემსახუროთ თითოეული ჩვენგანი, რომელშიც აქტიურ მონაწილეობას ვიღებ", - განაცხადა თემურ მიქელაძემ. პედიატრმა საზოგადოებას კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში ჩართვისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ვაქცინაცია პანდემიის დამარცხებისთვის ყველაზე საჭირო და დროული ინტერვენციაა. „ბოლო პერიოდში ორ-სამ ათეულ პაციენთან, კოვიდინფიცირებულ ბავშვთან ურთიერთობა ყოველდღიურად მიწევდა. ბოლო სამი დღის განმავლობაში, ყოველდღიური მაჩვენებელი, ორ-სამ ერთეულამდე ჩამოვიდა, რაც დამაიმედებელია. სულ პანდემიის პერიოდში, დაახლოებით, 4 500-მდე პაციენტი გავატარე და 27 ჰისპიტალიზაცია იყო. მინდა, ყველა თქვენგანს კიდევ ერთხელ, მიუხედავად პოლიტიკური კუთვნილებისა, მოგიწოდოთ ვაქცინაციისკენ, რამეთუ ვაქცინაცია ეს არის ყველაზე საჭირო და დროული ინტერვენცია, რაც კი კაცობრიობას საზოგადოებრივ ჯანდაცვაში გაუკეთებია. სწორედ, პანდემიის დამარცხებითა და შემდგომი განვითარებით, კიდევ ერთხელ მინდა, ჯანმრთელობა ვუსურვო კახა კალაძეს, მის ოჯახს, გუნდს და ვიმედოვნებ, რომ ბევრ კარგ და წარმატებულ პროექტს გავახორციელებთ", - განაცხადა თემურ მიქელაძემ.
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი - ჩინური წარმოების პროდუქცია, განსაკუთრებით ავტომობილები, საქართველოს მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს
FT: აშშ-ის დემოკრატები უკრაინისთვის 15 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფას ამზადებენ და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას სურთ
დონალდ ტრამპმა UFC-ის დირექტორს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
მოსკოვის ცენტრში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს; ზოგიერთს სამხედრო რეგისტრაციისა და გაწვევის ოფისში უწყება გადაეცა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)