|
2021-09-03 14:06:28, 442 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - ბიძინა ივანიშვილის დამსახურებაა ის, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება ყველა მიმართულებით
ჩვენი გონივრული, პრაგმატული პოლიტიკით ქვეყანა დავამშვიდეთ, დავაწყნარეთ, ქვეყანას არ ჰქონია ომი, ყველაფერი მშვიდად არის და ასე მშვიდობიანად და დემოკრატიულად ვმართავთ ჩვენს ქვეყანას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" თერჯოლის მერობის კანდიდატის, ლაშა გოგიაშვილის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არ ყოფილა შემთხვევითი და ეს სწორედ გააზრებული პოლიტიკის შედეგია. „ეს შედეგია იმ პოლიტიკისა, რომელიც მოგვიტანა ჩვენმა დამფუძნებელმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა. სწორედ მისი დამსახურებაა ის, რომ ქვეყანაში არის მშვიდობა და სტაბილურობა და განვითარება ყველა მიმართულებით და რაც მთავარია, გვაქვს დემოკრატიული მმართველობა, ეს არის რეალური დემოკრატია და არა ის ფასადური, რომელიც რამდენიმე წლის წინ - 8-9 წლის წინ იყო დამკვიდრებული ქვეყანაში. ჩვენ კარგად გვახსოვს, როგორ ქვეყანაში ვცხოვრობდით, ეს იყო მაფიოზური სახელმწიფო. მაფიოზური დაჯგუფება მართავდა ჩვენს ქვეყანას - 5-6 კაცი, რომლებიც წყვეტდნენ ჩვენი მოქალაქეების ბედს, ბიზნესმენების ბედს, თუ მათთვის მიუღებელი იქნებოდა ან არ იქნებოდა მოსაწონი, ნებისმიერ ადამიანს გაუსწორდებოდნენ ფიზიკურად და მათ შორის სიცოცხლის მოსპობასაც არ მოერიდებოდნენ. ჩვენ გვახსოვს და ვიცით რეალური ისტორიები - ათასობით ადამიანის დანგრეული ცხოვრება და ოჯახები და განადგურებული ბიზნესები. 300 ათასი ადამიანი 4-მილიონიან ქვეყანაში იყო პრობაციონერი, 300 ათასი ადამიანი გაასამართლა სააკაშვილის ხელისუფლებამ, ციხეები სავსე იყო უდანაშაულო პატიმრებით და ძალიან ბევრი პოლიტიკური პატიმარი იჯდა ჩვენს საპატიმროებში. ჩვენ აქ გვესწრება ბატონი რატი ბრეგაძე და ამას წინათ, გამოსვლაში იხსენებდა, რომ 20 კვადრატულ საკანში, 30 და 30-ზე მეტი პატიმარი იყო. ამას ემატებოდა კიდევ ის არაადამიანური, არაჰუმანური, სადისტური ქმედება - წამება, გაუპატიურება, რომელიც ცხოვრების ნორმად იყო დამკვიდრებული ციხეებში და საპატიმროებში. აი, ეს იყო მეგობრებო, „ნაცმოძრაობის" და სააკაშვილის, მათი ჯალათების და მათი მკვლელების ხელწერა", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერის შეფასებით, სამწუხაროდ და საუბედუროდ, დღეს ისევ ძალადობენ ეს ადამიანები. „ისევ გამოდიან და თრგუნავენ, მუდმივ სტრესში ამყოფებენ ჩვენს მოსახლეობას, ხელოვნურად გამოგონილი ისტორიებით, თესავენ პანიკას და შიშს საზოგადოებაში, რომ არ განვითარდეს ქვეყანა, რომ ხელი შეუშალონ და შეაფერხონ, ჩვენი ქვეყნის წინსვლა და განვითარება. რა თქმა უნდა, ჩვენ ამას ძალიან მტკიცედ ვხვდებით. ჩვენი ხალხი, ჩვენს გუნდთან ერთად, აუცილებლად გასცემს ძალიან ღირსეულ და მტკიცე პასუხს 2 ოქტომბერს და მათ მივუჩენთ საკადრის ადგილს, იმ ადგილს, რაც ახლა აქვთ მათ განსაზღვრული. ჩვენ უნდა დავაზღვიოთ ჩვენი მოსახლეობა შემდგომი შეცდომებისგან. ეს განსაცდელი, რაც ჩვენ გავიარეთ ყველამ ერთად, არის მწარე გაკვეთილი, მეგობრებო", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი - ჩინური წარმოების პროდუქცია, განსაკუთრებით ავტომობილები, საქართველოს მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს
FT: აშშ-ის დემოკრატები უკრაინისთვის 15 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფას ამზადებენ და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას სურთ
დონალდ ტრამპმა UFC-ის დირექტორს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
მოსკოვის ცენტრში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს; ზოგიერთს სამხედრო რეგისტრაციისა და გაწვევის ოფისში უწყება გადაეცა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)