05:03 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-09-03 12:44:58, 404 ნახვა

საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი - მთელი რესურსის მობილიზება ოპოზიციური არხებისა და „ნაცმოძრაობის" მიერ შექმნილი დესტრუქციული დღის წესრიგის მშვიდად და მტკიცედ შევცვლაზე უნდა მოვახდინოთ

ჩვენ სრული მობილიზება უნდა მოვახდინოთ, რათა ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა ქალაქში გავიმარჯვოთ დამაჯერებლად; ეს ასეც იქნება, ჩვენ ამაში ღრმად ვართ დარწმუნებულები იმიტომ, რომ "ქართულ ოცნებას" არ ჰყავს ალტერნატივა ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ბაღდათის მერობის კანდიდატის, კახა ენუქიძის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, „ქართული ოცნება" არის ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შესწევს უნარი, გააგრძელოს ქვეყნის მშვიდობიანი და დემოკრატიული მმართველობა და განვითარება.

„მომდევნო წლების განმავლობაში, ამ არჩევნების შემდეგ, 3 წელი, მოგეხსენებათ, რომ აღარ იქნება არჩევნები და ჩვენ შეგვეძლება, მთელი რესურსით მოვახდინოთ მობილიზება მხოლოდ განვითარებაზე, მხოლოდ საქმეზე და მხოლოდ შრომაზე, რომ ეს დესტრუქციული ნარატივი  და დღის წესრიგი,  რომელიც არის შექმნილი ჩვენი ოპოზიციური არხების მიერ და რეალურად, დესტრუქციული ძალის, „ნაცმოძრაობის" მიერ, ნელ-ნელა, მშვიდად, მტკიცედ უნდა შევცვალოთ და მოსახლეობას მხოლოდ და მხოლოდ საქმეზე უნდა ველაპარაკოთ და ვაჩვენოთ რეალური საქმე. დღეს, რა თქმა უნდა, მთავარი პრობლემა  ქვეყანაში არის უმუშევრობა და ეკონომიკური სიდუხჭირე. ეს არის გამოწვევა და ამაზე უნდა მოვახდინოთ მთელი რესურსების მობილიზება და კონცენტრირება", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics