|
2021-09-03 12:08:33, 681 ნახვა
საზოგადოება
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია დიდი ბრიტანეთიდან ჟურნალისტებს მასპინძლობს
ტურისტისტული ნაკადების გაზრდის მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებისათვის პრეს-ტურებს აგრძელებს. ადმინისტრაცია ბრიტანული გამოცემის Calvert Journal-ის რედაქტორსა და ფოტოგრაფს მასპინძლობს. Calvert Journal სამოგზაურო და კულტურის ჟურნალია, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის შესახებ სტატიებსა და ფოტო-რეპორტაჟებს ამზადებს. Calvert Journal -ის წარმომადგენლები თუშეთში იმყოფებოდნენ, სადაც ომალო, ბოჭორნა, შენაქო, დიკლო და სხვა ტურისტულად მიმზიდველი ადგილები დაათვალიერეს და გადაიღეს. ტურის განმავლობაში ბრიტანელი ჟურნალისტები გაეცნენ თუშეთის კულტურას, ტრადიციებს, თუშური კერძების მომზდების წესებს, დაათვალიერეს კოშკები, სალოცავები. Calvert Journal-ის რედაქტორი თუშეთის შესახებ ვრცელ სტატიას მოამზადებს. “ბეჭდურ მედიას განსაკუთრებული როლი ენიჭება დიდი ბრიტანეთის ტურისტულ ბაზარზე, რადგან ინფორმაციის გავრცელების ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა, აქედან გამომდინარე ჩვენი ამოცანაა სწორი საკომუნიკაციო არხებით პოზიციონირება მოვახდინოთ მიზნობრივ აუდიტორიებზე და კონკრეტული ტურისტული პროდუქტი შევთავაზოთ. ამჟამად ვმასპინძლობთ ერთ-ერთი წამყვანი გამოცემის რედაქტორსა და ფოტოგრაფს, რომლებმაც თუშეთი მოინახულეს და შედეგად ჩვენ გვექნება ვრცელი სტატია ბრიტანელი პოტენციური მოგზაურებისათვის.“-განაცხადა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელმა მედეა ჯანიაშვილმა. „საქართველოში საკმაოდ ბევრს ვმოგზაურობ და გეტყვით, რომ თუშეთი ჩემი ფავორიტია. საქართველოში იმდენად ლამაზი და მრავალფეროვანი ადგილებია, რომ ძნელია რომელიმე გამოყო, თუმცა თუშეთი გამოირჩევა თავისი სილამაზით, სიშორით, საოცარი ბუნებით, ადგილობრივების წესებით, ხალხით, სტუმართმოყვარეობით, თუშეთამდე საკმაოდ გრძელი და ლამაზი გზაა, იქ ბევრი ხალხი არ ჩადის, ამიტომ ვფიქრობ ეს ადგილი სრულიად უსაფრთხოა და მე რეკომენდაციას ვუწევ ტურისტებს, რომ ეწვიონ საქართველოს და ამ რეგიონს.“-აცხადებს ბრიტანელი ჟურნალისტი ნადია ბერდი
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)