|
2021-09-03 02:12:31, 6832 ნახვა
Lifestyle
40-წლიანი პაუზის შემდეგ ლეგენდარული Abba ახალ ალბომს გამოუშვებს
40-წლიანი პაუზის შემდეგ, შვედური მუსიკალური ჯგუფი ABBA ახალ ალბომს გამოუშვებს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC-ი ავრცელებს. ABBA-ს წევრმა, ბენი ანდერსონმა განაცხადა, რომ ახალი ალბომი ნოემბერში გამოვა და იგი 10 კომპოზიციისგან შედგება. ახლა კი ცნობილი ხდება, რომ კოლექტივის ოქროს ჰიტების კრებული, Abba Gold, ახალ მწვერვალებს იპყრობს. ალბომმა ბრიტანეთის ჩარტებშის მოწინავე პოზიციებზე მიყოლებით 1000 კვირა გაატარა. აღსანიშნავია, რომ ჰიტების კრებული ისეთ სიმღერებს აერთიანებს, როგორებიც Dancing Queen, Mamma Mia, Waterloo და კიდევ უამრავი ჰიტია. ცნობისთვის, ალბომი 1992 წლის 21 სექტემბერს, ლეიბლზე PolyGram გამოიცა. ნამუშევარი ჯგუფის ყველაზე გაყიდვად და მსოფლიოს მასშტაბით, ყველა დროის ერთ-ერთ ყველა გაყიდვად ალბომად ითვლება. შეგახსენებთ, ოთხი მუსიკოსისგან შექმნილი ჯგუფი 1972 წელს, სტოკჰოლმში ჩამოყალიბდა. დაშლის შესახებ ჯგუფის წევრებმა 1983 წლის დასაწყისში განაცხადეს. 2010 წლიდან ABBA როკ-ენ-როლის დიდების დარბაზის წევრია.
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზაპოროჟიეში დამპყრობლებმა სავაჭრო ცენტრებსა და მაღალსართულიან შენობებს შეუტიეს, 5 ადამიანი დაშავდა
კიევის რეგიონში რუსული თავდასხმის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა, ხოლო კიდევ ერთი დედა-შვილი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)