|
2021-09-02 19:05:45, 751 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - "ქართულ ოცნებას" დღეს არ ჰყავს ალტერნატივა, იმიტომ, რომ მეორე მხარეს არის სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა”, სხვა ოპოზიცია არ არსებობს, არ მოვიტყუოთ თავი
7 არჩევნებში ჩვენ გავიმარჯვეთ და ახლა, მერვე არჩევნებში ასევე ძალიან ძლიერად და ასევე ღირსეულად უნდა გავიმარჯვოთ ყველა ქალაქში და ყველა მუნიციპალიტეტში; ეს ასეც იქნება, იმიტომ, რომ ჩვენ - "ქართულ ოცნებას" დღეს არ ჰყავს ალტერნატივა, არ არსებობს უბრალოდ ალტერნატივა, იმიტომ, რომ მეორე მხარეს არის სააკაშვილი და „ნაცმოძრაობა", სხვა ოპოზიცია არ არსებობს, არ მოვიტყუოთ თავი, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" საჩხერის მერობის კანდიდატის, ლევან ივანაშვილის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, სხვა პარტიებს 2-3%-იანი რეიტინგი აქვთ. „დანარჩენ პარტიებზე მე არ მინდა, რომ ვისაუბრო, იმიტომ, რომ 2 და 3 პროცენტი აქვთ მათ. თუ ვინმე არის რეალურად, ვინც ბევრს ხმაურობს და პროვოკაციებს აწყობს, ყველა არის დაკავშირებული სააკაშვილთან, ფსევდოპოლიტიკური გაერთიანებები, მთლიანობაში არის კოლექტიური სააკაშვილის გაერთიანება, ყველა - სააკაშვილი, ბოკერია, ხომ ვნახეთ, ყველა დავრწმუნდით, რომ მათ დაიწყეს ვითომ ფრაგმენტაცია, დაყოფა. რეალურად, მაშინ გაშალეს ფრონტი და ახლა ისევ ყველანი გაერთიანდნენ. რეალურად არ ყოფილა ეს ორგანიზაცია დაშლილი, ეს იყო ჩვეულებრივ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" სააკაშვილის მეთაურობით და ისინი კვლავაც აგრძელებენ ძალადობას. შეხედეთ მათ ხელწერას, როგორ იქცევიან თუნდაც საკუთარი მედიასაშუალებების მეშვეობით, როგორ მუდმივ სტრესში ამყოფებენ ჩვენს მოსახლეობას, მას შემდეგ რაც ჩვენ გავიმარჯვეთ არჩევნებში პირველ ოქტომბერს, მას შემდეგ თითქოს ჯოჯოხეთად გადაიქცა ცხოვრება. მათთვის გადაიქცა ჯოჯოხეთად, იმიტომ, რომ მათ წააგეს არჩევნები და ხალხმა გაუშვა ისინი სახლებში. მაგრამ, წარმოიდგინეთ, როგორ მეთოდურად მუშაობენ. ამ მეთოდებს იყენებენ. ამ უწყვეტი პროპაგანდის მეშვეობით, ნათქვამი არის, რომ ჯოჯოხეთი შეიძლება მოაჩვენო ადამიანს სამოთხედ და პირიქით - სამოთხე ჯოჯოხეთად. ასეთ ვითარებაში გვიწევდა ჩვენ ცხოვრება პირველ ოქტომბრამდე, ყველაფერს გვაჩვენებდნენ, თითქოს იყო რაღაც საოცარი აღმშენებლობა, საოცარი აღმასვლა და ასე შემდეგ. კაცს, რომელიც გაჭირვებულ ქვეყანაში, სამ შენობაში გადაიხდის მილიარდ ლარს, რა უნდა მოეთხოვოს, მას ხომ არც ქვეყნის სიყვარული აქვს, არც ხალხის ბედი და გასაჭირი ადარდებს, არც არაფერი აინტერესებს გარდა საკუთარი კომფორტის და პირადი კეთილდღეობისა. ამ ადამიანებს - ამ მკვლელებს და მჩაგვრელებს, ერთადერთი მიზანი აქვთ, ძალაუფლება და ფული, რომელიც მათ აერთიანებს და მათი ეს პირადი ეგოისტური ინტერესები და მისწრაფებები", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერ-მინისტრმა ზესტაფონის მოქმედი მერის შესახებ ისაუბრა, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის" ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში დააპატიმრეს და შედეგად ჯანმრთელობა დაუზიანდა. „მეორე მხარეს ნახეთ, როგორი გუნდი არის, "ქართულ ოცნებაში" და გუშინ შედარებები გავაკეთეთ. დღეს გვესწრება ბატონი რატი ბრეგაძე, მთავრობის წევრებზე, ძალოვან მინისტრებზე რომ ვილაპარაკოთ მხოლოდ და არ წავიდეთ სხვაგან, რატი ბრეგაძე - პროფესორი კაცი, თავისი კარგი განათლებით, წესიერებით და პატიოსნებით, კაცი, რომელიც ბოროტებას არ ჩაიდენს და მეორე მხარეს ადეიშვილი, რომელიც ანადგურებდა, ატყავებდა პირდაპირ ადამიანებს, ბიზნესებს ართმევდა ოჯახებს და უნგრევდა ადამიანებს მთელს ცხოვრებას, მთელს ცხოვრებას უნგრევდა. დღეს ვიყავით ზესტაფონში, ერთი მაგალითი მინდა, რომ მოგიყვანოთ, ზესტაფონის მოქმედი მერი ბატონი გიორგი გოგლიჩიძე ასევე იყო რეპრესირებული სააკაშვილის დროს იგი დაიჭირეს, ჩასვეს, წაართვეს ქონება, ყველაფერი, კაცი გამოვიდა ინვალიდი და დღესაც ეტლში ზის, მისთვის ხომ დაინგრა ჯანმრთელობა, შეერყა ყველაფერი, რამ უნდა აღადგინოს ახლა გამცეს პასუხი სააკაშვილმა და მისმა მჩაგვრელმა სადისტებმა, რამ უნდა აღადგინოს ამ ადამიანის ან მორალური ან ჯანმრთელობის ზიანი ან ეს მიყენებული ტრავმა, რომელიც მან და მისმა ოჯახმა გამოსცადა საკუთარ თავზე და საკუთარ ჯანმრთელობაზე და ასეთი მაგალითები ხომ ძალიან ბევრია", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი - ჩინური წარმოების პროდუქცია, განსაკუთრებით ავტომობილები, საქართველოს მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს
FT: აშშ-ის დემოკრატები უკრაინისთვის 15 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფას ამზადებენ და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას სურთ
დონალდ ტრამპმა UFC-ის დირექტორს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
მოსკოვის ცენტრში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს; ზოგიერთს სამხედრო რეგისტრაციისა და გაწვევის ოფისში უწყება გადაეცა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)