|
2021-09-01 18:29:32, 368 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - იმისთვის, რომ მავნებლებს არ მივცეთ ქვეყნის არევის საშუალება, ერთადერთი გზა არის დემოკრატიული არჩევნები, რომელიც „ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში გარანტირებული
ჩემი დავალებით, მთავრობამ შეიმუშავა გრძელვადიანი განვითარების ხედვები ყველა სექტორის მიმართულებით, იქნება ეს სოფლის მეურნეობა, ადგილობრივი წარმოების განვითარება, ინფრასტრუქტურა, რეგიონების განვითარება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" სამტრედიის მერობის კანდიდატის დავით ბახტაძის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მმართველ გუნდს აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა და გეგმა, რა უნდა გააკეთოს, რამდენ ხანში, როდის და როგორ. „ამისთვის, მეგობრებო, საჭიროა სტაბილურობის შენარჩუნება. იმისთვის, რომ ამ მავნებლებს არ მივცეთ ქვეყნის არევის საშუალება, ერთადერთი გზა, რა თქმა უნდა, არის დემოკრატიული არჩევნები, რომელიც "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში არის გარანტირებული და ჩვენ უკვე 7 დემოკრატიული, თავისუფალი, გამჭვირვალე არჩევნები ჩავატარეთ თქვენთან ერთად და გავიმარჯვეთ დამაჯერებლად. ახლა საჭიროა, მერვე არჩევნებში ღირსეულად გავიმარჯვოთ იმისთვის, რომ მომდევნო სამი წელი იყოს სწრაფი განვითარების, მუშაობის, აღმშენებლობის წლები, აი, ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი ამოცანა. გვაქვს სერიოზული გეგმები სოფლის მეურნეობის მიმართულებით, როგორც გითხარით, გვინდა, რომ გავაფართოოთ, მაქსიმალურად, მთელი ქვეყანა უნდა მოვიცვათ იმისთვის, რომ სიღარიბე დავძლიოთ, იმისთვის, რომ ყველა ოჯახში შევიტანოთ სიკეთე და კეთილდღეობა. 7 მილიარდი ლარის მობილიზებას ვგეგმავთ მომდევნო წლების განმავლობაში იმისთვის, რომ რეალურად ფეხზე დავაყენოთ სოფელი. ადგილობრივი წარმოების მიმართულება იქნება ეს თუ სხვა, მაგალითად იგივე რეალური ეკონომიკის განვითარების მიზნით, ადგილობრივი წარმოების განვითარების მიზნით, 2 მილიარდ 500 მილიონი ლარის ინვესტიციას ვგეგმავთ. 1000-ზე მეტი ახალი საწარმოს დაფინანსება იგეგმება ამ თანხებით და დამატებით 100 ათასი სამუშაო ადგილი შეიქმნება ჩვენს ქვეყანაში მინიმუმ. რა თქმა უნდა, ეს გადანაწილდება ყველა რეგიონის მიხედვით, გვაქვს შესწავლილი ყველა რეგიონის პოტენციალი, ყველა მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალი, ადგილობრივი წიაღისეულის რესურსების პოტენციალი, რაც მაქსიმალურად იქნება ათვისებული და გამოყენებული გონივრულად", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი - ჩინური წარმოების პროდუქცია, განსაკუთრებით ავტომობილები, საქართველოს მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს
FT: აშშ-ის დემოკრატები უკრაინისთვის 15 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფას ამზადებენ და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას სურთ
დონალდ ტრამპმა UFC-ის დირექტორს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
მოსკოვის ცენტრში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს; ზოგიერთს სამხედრო რეგისტრაციისა და გაწვევის ოფისში უწყება გადაეცა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)