|
2021-09-01 13:12:20, 567 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - 2012 წლის 1-ელ ოქტომბრის ისტორიული გამარჯვება არ იქნებოდა, რომ არა ჩვენი დამფუძნებლის და ლიდერის, ბატონი ბიძინა ივანიშვილის თავდადება
2012 წლის 1-ელ ოქტომბერს ისტორიული გამარჯვება მოვიტანეთ; რა თქმა უნდა, ეს გამარჯვება არ იქნებოდა, რომ არა ჩვენი დამფუძნებლის და ლიდერის ბატონი ბიძინა ივანიშვილის თავდადება ჩვენი ქვეყნისა და ხალხისათვის და რომ არა ქართველი ხალხის ასევე თავგანწირვა იმ მჩაგვრელი, რეპრესიული რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც მაშინ მართავდა ჩვენს ქვეყანას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ხარაგაულის მერობის კანდიდატის კობა ლურსმანაშვილის წარდგენისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა მოსახლეობას თანადგომისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. „ჩვენ ყველამ ერთად, ძვირფასო მეგობრებო, 2012 წლის 1-ელ ოქტომბერს ისტორიული გამარჯვება მოვიტანეთ. რა თქმა უნდა, ეს გამარჯვება არ იქნებოდა, რომ არა ჩვენი დამფუძნებლის და ლიდერის ბატონი ბიძინა ივანიშვილის თავდადება ჩვენი ქვეყნისა და ხალხისათვის და რომ არა ქართველი ხალხის ასევე თავგანწირვა იმ მჩაგვრელი, რეპრესიული რეჟიმის წინააღმდეგ, რომელიც მაშინ მართავდა ჩვენს ქვეყანას. ჩვენ, ბოლო 8 წლის განმავლობაში, ყველამ ერთად, ერთიანი ძალისხმევით, 7 არჩევნებში გავიმარჯვეთ ღირსეულად და დამაჯერებლად. ჩავატარეთ 7 დემოკრატიული, თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნები და შედეგად, ჩვენი ქვეყანა უფრო ძლიერი გახდა, ვიდრე იყო მანამდე, უფრო თავისუფალი გახდა, ვიდრე იყო მანამდე, უფრო თანამედროვე და უფრო მეტად განვითარებული. რა თქმა უნდა, ბოლო 8 წლის განმავლობაში ძალიან ბევრი საქმე გაკეთდა, ყველა მიმართულებით, ეს იქნება სოფლის მეურნეობა, ადგილობრივი წარმოების განვითარება, ინფრასტრუქტურა, გზების მშენებლობა, გაზიფიცირების სამუშაოები, წყალგაყვანილობა თუ სხვა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვესმის, რომ ქვეყანაში ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი, ამ ძალიან ბევრ საქმეს სჭირდება, რა თქმა უნდა, გამოცდილი ხალხი. ერთის მხრივ, მმართველები,რომლებიც 24 საათის განმავლობაში მოემსახურებიან ჩვენს ქვეყანას და რეალურ საქმეს გააკეთებენ და მეორეს მხრივ, რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც ასევე არ იქნებოდა, რომ არა "ქართული ოცნება". სწორედ "ქართული ოცნების" მმართველობის პერიოდი არის ის ერთადერთი გამონაკლისი, როცა ქვეყანას არ ჰქონია ომი, დესტაბილიზაცია და არეულობა", - განაცხადა პრემიერმა.
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი - ჩინური წარმოების პროდუქცია, განსაკუთრებით ავტომობილები, საქართველოს მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს
FT: აშშ-ის დემოკრატები უკრაინისთვის 15 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფას ამზადებენ და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას სურთ
დონალდ ტრამპმა UFC-ის დირექტორს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
მოსკოვის ცენტრში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს; ზოგიერთს სამხედრო რეგისტრაციისა და გაწვევის ოფისში უწყება გადაეცა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)