2021-08-31 15:58:58, 619 ნახვა
პოლიტიკა
რომან გოცირიძე ევროკავშირის დახმარებაზე - მთავრობამ წინმსწრებად უარი თქვა მის მიღებაზე, ფული სექტემბერში უნდა ჩარიცხულიყო
დეპუტატი რომან გოცირიძე პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება და ამბობს რომ მთავრობამ წინმსწრებად თქვა უარი ევროკავშირის დახმარებაზე.
"ეს რომ პირდაპირ სანქციად რომ არ ყოფილიყო გამოცხადებული, მთავრობამ წინმსწრებად უარი თქვა მის მიღებაზე. ფული სექტემბერში უნდა ჩარიცხულიყო. როცა უარს ამბობ უპროცენტო და მრავალი წლის შემდეგ დასაბრუნებელ სესხზე, მაშინ რატომ უნდა აიღო პროცენტიანი ფული?
არა და ევროკავშირის 4 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება მომავალო ხუთი წლის განმავლობაში, სულ ახლახან იყო დაპირებული ევროკომისიის მიერ და ღარიბაშვილიც სიამაყით აცხადებდა ამაზე. დაიკარგა 300 მილიონი ლარი მომდინარე წლის ბიუჯეტში და დაზიანდა ქვეყნის რეპუტაცია. ეს აუცილებლად მოახდენს გავლენას სხვა დონორების ქცევაზეც". - წერს გოცირიძე სოციალურ ქსელში.
ავტორი: ექსპრესნიუსი,