09:02 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-31 11:27:46, 456 ნახვა

საზოგადოება
გიორგი ტყემალაძე აბაშიძის, ტაბიძისა და აბაშელის ქუჩების მცხოვრებლებს შეხვდა

 "თქვენი ჩართულობა და აქტიურობა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ყველაზე უკეთ თქვენ იცით რა ჭირდება თითოეულ უბანს, თუ ქუჩას"- ასე მიმართა "ქართული ოცნების" ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გიორგი ტყემალაძემ წინასაარჩევნო შეხვედრაზე მოსახლეობას.

გიორგი ტყემალაძე ადგილობრივებს ბოლო ოთხი წლის განმავლობაში დედაქალაქის მთავრობის მიერ განხორციელებულ პროექტებზე ესაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება ურბანულ და სატრანსპორტო  პოლიტიკაზე, ასევე  გარემოს დაცვის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე გაამახვილა.

მისი თქმით, ყველა ის გადაწყვეტილება, რომელიც თბილისის მერიამ და საკრებულომ მიიღო, დედაქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო.

"ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია დედაქალაქის განაშენიანების გენერალური გეგმის მიღება და   სატრანსპორტო რეფორმა. გარდა ამისა,  ვმუშაობთ, გარემოს გაუმჯობესების მიმართულებითაც და თქვენ ხედავთ, რომ თბილისში სულ უფრო მეტი სარეკრეაციო სივრცე ეწყობა. ამ და სხვა მნიშვნელოვანი რეფორმების განხორციელებით, ჩვენ დავამტკიცეთ, რომ გვაქვს ქალაქის განვითარების სწორი ხედვა. გამარჯვების შემდეგ, თქვენი აქტიური ჩართულობით, ჩვენ ამ მიმართულებით მუშაობას კიდევ უფრო სწრაფი ტემპებით გავაგრძელებთ"- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics