10:03 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-08-28 17:18:48, 520 ნახვა

საზოგადოება
თორნიკე რიჟვაძე- აჭარაში, პრაქტიკულად ყველა დასახლებულ პუნქტში მოქალაქეებს აქვთ ხელმისაწვდომობა ვაქცინაზე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, რეგიონში შექმნილ ეპიდვითარებასთან და რეგულაციების აღსრულების საკითხთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთა.-ამის სესახებ ინფორმაცია აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცლებს.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებები ადეკვატურია იმ რეალობების, რომელიც ეპიდვითარებასთან მიმართებაში არსებობს.

,,საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებები ადეკვატურია იმ რეალობების, რომელიც გვაქვს ეპიდვითარებასთან მიმართებაში.

რეკომენდაციები, რომელიც ეპიდემიოლოგებისგან გვაქვს, იქნება ეს პირბადის ტარება ღია და დახურულ სივრცეში, დისტანციის დაცვა, თავყრილობებისგან თავშეკავება, უნდა იქნას დაცული.

მთელ საქართველოში და განსაკუთრებით აჭარაში, პრაქტიკულად ყველა დასახლებულ პუნქტში მოქალაქეებს აქვთ ხელმისაწვდომობა ვაქცინაზე. კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო მოსახლეობას, რომ აუცრელი არავინ დარჩეს. ვაქცინაცია არის ყველაზე ეფექტური გზა პანდემიასთან გასამკლავებლად.

ეფექტური კონტროლის ნაწილში ყველა ის დაწესებულება, რომელიც არ ემორჩილებოდა შესაბამის განაწესს, კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები გატარდა მათ მიმართ და მომავალშიც ასე გაგრძელდება. ყველას კოლექტიური პასუხისმგებლობაა, ვერც მთავრობა ცალკე აღებული, ვერც ცალკე აღებული ექიმები ვერ გავიმარჯვებთ, თუკი არ იქნება ერთიანობა და სოლიდარობა მოქალაქეების მხრიდან" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics