|
2021-08-27 20:29:27, 613 ნახვა
საზოგადოება
ცესკოს ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღებისთვის საჭირო კამერები გადაეცა
ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) დღეს ვიდეოკამერები გადმოეცა, რომლითაც არჩევნების დღეს ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღება განხორციელდება.ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსამსახური ავრცელებს. აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში საარჩევნო რეფორმის განხორციელების შემდგომ დადგა. შესაბამისად, საქართველოს ორგანულ კანონზე „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ დაყრდნობით ცესკომ მიიღო დადგენილება (საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის 2021 წლის 2 ოქტომბრის არჩევნებისას ხმის დათვლის პროცესის ვიდეოფიქსაციის წესის განსაზღვრის შესახებ), რომლითაც 2 ოქტომბრის არჩევნებისას ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღების წესი განსაზღვრა. დღეს კი 3 700 - მდე ვიდეოკამერა, რომლითაც ვიდეოგადაღება უნდა განხორციელდეს ცესკოს „ქართულმა ოცნებამ“ გადასცა. კამერების გადმოცემის შემდეგ ცესკოში შეხვედრა გაიმართა, სადაც დეტალურად განიხილეს მთელი ის პროცესი თუ როგორ მოხდება კამერებით ვიდეოგადაღება და შემდგომ გადაღებული მასალის საჯაროობის უზრუნველყოფა. შეხვედრას ცესკოს თავმჯდომარესთან ერთად მისი მოადგილე გიორგი სიორიძე და ცესკოს წევრი ივანე ნორაკიძე ესწრებოდნენ. როგორც ცესკოს თავმჯდომარემ განაცხადა ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღება ამ მასშტაბით უპრეცედენტოა და ამ პროცესს არჩევნების გამჭვირვალობის თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. მისი თქმით, „საარჩევნო ადმინისტრაციას აქვს მოლაპარაკება ერთ-ერთ წამყვან საერთაშორისო ონლაინ პლატფორმასთან, რომელიც გამოირჩევა მაღალი უსაფრთხოებით და სანდოობის ხარისხით და ყველა ეს ვიდეოჩანაწერი, სადაც ასახული იქნება ამა თუ იმ საარჩევნო უბნის ხმის დათვლის პროცესი, განთავსდება ონლაინ, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შესაძლებლობა ექნება გაეცნოს თუ როგორ მიმდინარეობდა ეს პროცესი.“ „მოხარული ვართ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გარკვეული წვლილი შეიტანა იმაში, რომ მომავალ არჩევნებთან დაკავშირებით არ იყოს რაიმე კითხვის ნიშანი და სპეკულაციის საბაბი“- განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ „ქართული ოცნების“ წევრმა შალვა პაპუაშვილმა. "2 ოქტომბრის არჩევნებზე ხმის დათვლის პროცესის ვიდეოგადაღება 3 200 საარჩევნო უბანზე განხორციელდება. აღსანიშნავია, რომ იმ უბნებზე, სადაც ეს პროცესი არ განხორციელდება 300 ან 300-ზე ნაკლები ამომრჩეველია რეგისტრირებული. ამასთან ვიდეოკამერების ნაწილი გამოყენებული იქნება გადათვლის პროცედურის გადაღებისთვის, რომელიც ასევე საარჩევნო რეფორმის შედეგად წელს პირველად განხორციელდება. როგორც ცნობილია წელს პირველად, საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებების თანახმად, თითოეულ საარჩევნო ოლქში წილისყრით გამოვლენილი 5 უბნის შედეგი ავტომატურად გადაითვლება."-ნათქვამია ცესკოს განცხადებაში
კობახიძე - ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები
ფიშერი - ჩვენი უფლებამოსილების ვადა საქართველოში დასრულდა - მადლობა, ბედნიერად და Auf Wiedersehen
აშშ-ის საჰაერო ძალებმა წყნარ ოკეანეში B-2-დან გაშვებული LRASM რაკეტა გამოსცადეს
მოსკოვს კვლავ დრონებმა დაარტყეს, დაიბომბა ნოვოროსიისკის პორტიც
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)