|
2015-02-02 16:44:50, 409 ნახვა
გივი თარგამაძე: დადგეს სპექტაკლი, რომელიც ქვეყანაში პოლიციურ სისტემას საბოლოოდ დაანგრევს
დადგეს სპექტაკლი, რომელიც ქვეყანაში პოლიციურ სისტემას საბოლოოდ დაანგრევს,-ასე გამოეხმაურა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრი გივი თარგამაძე კორტებთან ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით დღევანდელ დაკავებებს. თარგამაძე ე.წ. კორტების სპეცოპერაციის საქმეზე დაკავებებს იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის გადაფარვას უკავშირებს. "ეს გადაწყვეტილებები იყო მიღებული იმ დღესვე, როდესაც მიხვდნენ, რომ ვერ გახსნიან იური ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმეს და იმისათვის, რომ საკუთარი უნიათობა კიდევ ერთხელ გადაფარონ, დადგეს ეს პექტაკლი, რომელიც საბოლოო ჯამში არა მხოლოდ კონკრეტული ადამიანების ოჯახებს დააზარალებს, არამედ საბოლოოდ დაანგრევს ქვეყანაში პოლიციურ სისტემას",-განაცხადა გივი თარგამაძემ. ცნობისთვის, პროკურატურამ კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაცია გახსნა. გამოძიების ინფორმაციით, 2006 წლის 02 მაისს კორტებთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი მოკლულ იქნენ შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილის ირაკლი ფირცხალავას ხელმძღვანელობით მომხდარი შეიარაღებული თავდასხმისას, რომელსაც ყალბად ყაჩაღობის მომზადების აღსაკვეთად ჩატარებული წარმატებული სპეცოპერაცია უწოდეს. უწყების ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს ირაკლი ფირცხალავას ალექსანდრე ხუბულოვის მიმართ პირადი დაინტერესება ჰქონდა. ხსენებულ საქმეზე, პროკურატურის მიერ სასამართლოს განჩინების საფუძველზე, განზრახ მკვლელობის, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციის და განზრახ უკანონო დაკავების ბრალდებებით დაკავებულ იქნა 11 პირი: შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის ყოფილი მოადგილე ირაკლი ფირცხალავა; შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამძებროს სამმართველოს უფროსის ყოფილი მოადგილე გიორგი ცააძე; შსს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი გამომძიებელი ლევან ბეროძე; შსს ქ.თბილისის შს მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების ჯგუფის ყოფილი უფროსი კახაბერ ნაკანი და მისი ყოფილი მოადგილე გიორგი გულბიანი; სპეცდანიშნულების ჯგუფის წევრები: იასონ მილაძე, ალექსანდრე ციმაკურიძე, ზურაბ ჯოხაძე, დავით ალელიშვილი, სოსო ჩაკვეტაია და ალექსანდრე სანიკიძე. საქმეზე გრძელდება გამოძიება, საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის „ა“, „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით, 369-ე მუხლის მესამე ნაწილით და 147-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10- დან 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)