|
2021-08-26 19:00:48, 710 ნახვა
პოლიტიკა
გოგა გულორდავა - განსაკუთრებული პატივი და პასუხისმგებლობაა წარმოვადგენდე იმ გუნდს, რასაც „ქართული ოცნება“ ჰქვია
ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, ვიდგე დღეს თქვენს წინაშე, როგორც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ასევე განსაკუთრებული პატივი და პასუხისმგებლობაა წარმოვადგენდე იმ გუნდს, იმ დიდ ოჯახს, რასაც „ქართული ოცნება" ჰქვია - განაცხადა ,,ქართული ოცნების'' წალენჯიხის მერობის კანდიდატმა გოგა გულორდავამ წარდგენისას. მერობის კანდიდატმა რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებიზე გაამახვილა ყურადღება. ,,თუ რატომ არის ეს პასუხისმგებლობა ჩემთვის ასეთი მნიშვნელოვანი, რატომ არის ეს განსაკუთრებული პატივი, წარმოვადგენდე ამ გუნდს, ამ კითხვაზე არის ერთადერთი მარტივი პასუხი - მას შემდეგ, რაც 2012 წელს „ქართული ოცნება" მოვიდა ხელისუფლებაში და დღემდე ისე აგრძელებს მოღვაწეობას, რომ მისი ერთადერთი საზრუნავი არის თითოეული ქართველი, ყველა მოქალაქის ყოველდღიური პრობლემა და გასაჭირი. ვხედავთ, თუ რა გაკეთდა ბოლო წლების განმავლობაში, რა ნაბიჯები გადაიდგა განსაკუთრებით რეგიონებში. ჩვენ 2012 წელს ძალიან მძიმე მემკვიდრეობა ჩავიბარეთ ინფრასტრუქტურული, სოციალური, სოფლის მეურნეობის მიმართულებით. დღეს ყველა ძალიან კარგად ვხედავთ სადამდე მოვედით. ბატონმა პრემიერმა, ქალბატონმა ნათია თურნავამ, ჩამოთვალეს რა გაკეთდა ამ 8 წლის განმავლობაში. ეს არის, მეტი ინფრასტრუქტურა, რამდენიმე ათეული რეაბილიტირებული და ახლად აშენებული საბავშვო ბაღები, სკოლები, ახალი ამბულატორიები. რამდენიმე ათეული კილომეტრი დაგებული გზა და რაც ყველაზე მთავარია - ის დიდი გამოწვევა, რაც ჩვენ წინაშე არსებობდა და ჩვენ, „ქართული ოცნების" გუნდი გავუმკლავდით ამ გამოწვევას - ეს არის გაზიფიცირება. გაზიფიცირების პროცესი წალენჯიხის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს და მომავალ წელს, თითოეული წალენჯიხელის ოჯახი იქნება გაზიფიცირებული. რა თქმა უნდა, გამოწვევები რჩება, ძალიან კარგად ვაცნობიერებთ, თუ რა გამოწვევების წინაშე დგას ჩვენი მუნიციპალიტეტი და ზოგადად ქვეყანა, მაგრამ ერთი უმთავრესი, რამაც მე ეს ნაბიჯი გადამადგმევინა, არის ის, რომ მე მწამს და მჯერა, ჩვენი ერთად ყოფნის, მწამს ჩვენი საზოგადოების გონიერების, რომელიც არასდროს შემცდარა არჩევანში. მჯერა და მწამს, რომ ჩვენ ერთად 2 ოქტომბერს, სწორ არჩევანს გავაკეთებთ და ჩვენს ქვეყანას გავიყვანთ გამარჯვების გზაზე. მინდა წარმოგიდგინოთ მუნიციპალიტეტის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები: ვალერი კვარაცხელია, გოჩა ლიპარტია, ბესიკ ფარცვანია, დათა კულავა, ვლადიმერ კვარაცხელია, ბაკურ სონგულია, ნანა კეკუა, ლირა ღურწკაია, ზაზა უბილავა ჩემო ძვირფასო წალენჯიხელებო, ეს არის გუნდი, რომელმაც ძალიან კარგად იცის თუ რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ. მათ კარგად იციან ამ პრობლემების გადაჭრის გზები და ამ გუნდთან ერთად, თქვენთან ერთად, თქვენი მხარდაჭერით, ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ" - განაცხადა გოგა გულორდავამ.
ჩინეთის ვიცე-პრეზიდენტი - ჩინური წარმოების პროდუქცია, განსაკუთრებით ავტომობილები, საქართველოს მოსახლეობაში დიდი პოპულარობით სარგებლობს
FT: აშშ-ის დემოკრატები უკრაინისთვის 15 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფას ამზადებენ და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებას სურთ
დონალდ ტრამპმა UFC-ის დირექტორს, დანა უაითს, თეთრი სახლის პრესმდივნის თანამდებობა შესთავაზა
მოსკოვის ცენტრში 100-ზე მეტი ადამიანი დააკავეს; ზოგიერთს სამხედრო რეგისტრაციისა და გაწვევის ოფისში უწყება გადაეცა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ბალისტიკური რაკეტების სამი ტალღა, ხიდზე დარტყმა და ენერგეტიკის სექტორი: ყველაფერი კიევზე თავდასხმის შედეგების შესახებ
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)