|
2021-08-26 14:38:38, 484 ნახვა
საზოგადოება
თამარ გაბუნია - ჯერჯერობით სიკვდილიანობის კლება მოსალოდნელი ვერ იქნება
ჯერჯერობით სიკვდილიანობის კლება მოსალოდნელი ვერ იქნება, პროპორციულად მოსალოდნელია 1.3%-ის გარდაცვალება, რისი მოლოდინიც უნდა გვქონდეს, მედიცინამ ამის იქით გამოსავალი ვერ მოძებნა, რომ სიკვდილობა შემცირდეს- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. მისი თქმით,მნიშვნელოვანია რთული შემთხვევების ადრეული გამოვლენა და მათი გადაყვანა შესაბამის ადგილზე. „ ჩვენ 2 კვირის წინ გვქონდა შემთხვევების მაღალი რაოდენობა. საუბედუროდ, თუ პაციენტის მკურნალობა დაყოვნებულია, მძიმეა, ან იმყოფება ხანგრძლივ ჰოსპიტალურ მკურნალობაზე ასეთ შემთხვევებში გამოსავალი ხშირად არის არაკეთილსაიმედო. მნიშვნელოვანია რთული შემთხვევების ადრეული გამოვლენა და მათი გადაყვანა შესაბამის ადგილზე, ასევე კლინიკური ჯგუფი ახორციელებდა ვიზიტებს ყველაზე მეტად დატვირთულ კლინიკებში, სადაც მძიმე პაციენტები იმყოფებიან, რათა გაზიარებული გადაწყვეტილებებით ყოფილიყო მართვის ხარისხი უკეთესი. თუმცა, ამ დაავადებას ბუნებრივად ახასიათებს მაღალი სიკვდილობა და ჩვენს შემთხვევაში ეს არის 1.3%, როდესაც გამოსავალი არის არაკეთილსაიმედო. ჯერჯერობით სიკვდილიანობის კლება მოსალოდნელი ვერ იქნება, პროპორციულად მოსალოდნელია 1.3%-ის გარდაცვალება, რისი მოლოდინიც უნდა გვქონდეს, მედიცინამ ამის იქით გამოსავალი ვერ მოძებნა, რომ სიკვდილობა შემცირდეს“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)