|
2021-08-23 22:16:28, 433 ნახვა
საზოგადოება
თავდაცვის სამინისტრო-ბრალდებები, თითქოს გორის სამხედრო ჰოსპიტალი არ არის სათანადო დონეზე აღჭურვილი და აქვს ჟანგბადის ბალონების პრობლემა, წარმოადგენს პოლიტიკურად მოტივირებულ, მიზანმიმართულ დეზინფორმაციას
სამწუხაროდ, ცალკეული მედია საშუალებების მიერ გრძელდება დეზინფორმაციული კამპანია თავდაცვის ძალების წინააღმდეგ. ამ ეტაპზე, ცილისმწამებლური კამპანიის ობიექტს წარმოადგენს გორის სამხედრო ჰოსპიტალი, რომელიც ერთ-ერთი მძლავრი სამედიცინო დაწესებულებაა კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში და რომელსაც, ამ თვალსაზრისით, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ექსპერტების მიერ მინიჭებული აქვს მაღალი შეფასება.- განცხადებას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს უწყების ცნობით, ბრალდებები, თითქოს გორის სამხედრო ჰოსპიტალი არ არის სათანადო დონეზე აღჭურვილი და აქვს ჟანგბადის ბალონების პრობლემა, წარმოადგენს პოლიტიკურად მოტივირებულ, მიზანმიმართულ დეზინფორმაციას, რათა მოხდეს ამ წარმატებული დაწესებულებისა და მთლიანად თავდაცვის ძალების დისკრედიტაცია. "საზოგადოებისათვის გვსურს განმარტოთ, რომ დაწესებულება სრულად აღჭურვილია ყველა საჭირო ინვენტარით, მათ შორის ჟანგბადის ბალონებით, რაც აუცილებელია პაციენტებისათვის მაღალკვალიფიციური სამედიცინო მომსახურების გასაწევად. ამასთან, ჰოსპიტალს გააჩნია საკუთარი 72მ3 სიმძლავრის ჟანგბადის ქარხანა. ამ ეტაპზე, ჰოსპიტალი მომსახურებას უწევს 165 პაციენტს. ჟანგბადი მუდმივად ან ნაწილობრივ ესაჭიროება პაციენტთა მხოლოდ ნახევარს, არსებული რესურსით კი, ჰოსპიტალს გააჩნია 120 ჟანგბადდამოკიდებული პაციენტის მომსახურების რესურსი. ამასთან ერთად, თავდაცვის ძალები და მათ შორის გორის სამხედრო ჰოსპიტალი, მუდმივად ზრუნავს მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესებაზე და წინასწარ ახორციელებს პრევენციულ ღონისძიებებს, რათა ნებისმიერი სცენარის დროს იყოს სათანადო მარაგები და გაიზარდოს დაწესებულების შესაძლებლობები. სწორედ ამიტომ, ჰოსპიტალმა ითხოვა ნებართვა საკუთარი ხარჯებით შეესყიდა დამატებითი 120მ3 სიმძლავრის ჟანგბადის ქარხანა, რაც კიდევ უფრო გააძლიერებდა მის მზადყოფნას. სამწუხაროა, რომ მსგავსი პრევენციული მოქმედებები, რომელიც მოწონებას უნდა იმსახურებდეს ცალკეული მედიასაშუალებების მიერ, გამოყენებულია სამინისტროს წანააღმდეგ დეზინფორმაციის გასავრცელებლად. მსგავსი დეზინფორმაციის საწინააღმდეგოდ, პანდემიის მართვისა და პრევენციის კუთხით სამინისტრო გააგრძელებს ეფექტური ღონისძიებების გატარებას, რაც გულისხმობს მათ შორის ინფრასტრუქტურულ და ტექნიკურ გაუმჯობესებას."-ნათქვამია განცხადებაში
ნინო ნადირაძე ხოშტარიას ვივა-მედში გადაყვანაზე: კიდე კაი, შაბათ-კვირა შემარგეს
პაპუაშვილი: გეოპოლიტიკური თამაშები აღრმავებს უფსკრულს ელიტებსა და ხალხს შორის
მონაკოში მომხდარი აფეთქების შედეგად უკრაინელი ოლიგარქი და მისი ცოლი მძიმედ დაშავდნენ
SJC: ევროპულმა სასამართლომ FARA-სა და გრანტების კანონთან დაკავშირებით საჩივრის არსებითი განხილვა დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)