|
2021-08-19 15:32:49, 588 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი - ასეულობით მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა ფონდმა „ქართუმ“ და ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გურულებისთვის და მთელი საქართველოსთვის
ტურიზმის მიმართულებით გურიას აქვს უზარმაზარი პოტენციალი. ჩვენ ვაპირებთ კიდევ უფრო მეტი პროექტის დაფინანსებას, რომელიც ხელს შეუწყობს ეკოტურიზმის, აგროტურიზმის განვითარებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების" ოზურგეთის მერობის კანდიდატის ავთანდილ თალაკვაძის წარდგენის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ასეულობით მილიონი ლარის ინვესტიცია და რეალურად საჩუქარი განახორციელა ფონდმა „ქართუმ" და ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გურულებისთვის და მთელი საქართველოსთვის. „ფონდი „ქართუ" ვახსენე და მინდა ასევე მადლიერებით აღვნიშნო ის მნიშვნელოვანი პროექტები, რომელიც ამ მხარეში განხორციელდა, კერძოდ, შეკვეთილში, დენდროლოგიური პარკის მშენებლობით, მართლაც უნიკალური პარკის გახსნით, ასევე BLACK SEA ARENA, ასევე შეკვეთილი, მინიატურული საქართველოს მართლაც უნიკალური პარკი. ასეულობით მილიონი ლარის ინვესტიცია და რეალურად საჩუქარი განახორციელა ფონდმა „ქართუმ" და ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გურულებისთვის და მთელი საქართველოსთვის. ჩვენ ახლა ვემზადებით მოახლოებული არჩევნებისთვის. თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენ ვირჩევთ მერს, რომელიც მოემსახურება ჩვენს მოსახლეობას. ჩემს წინა გამოსვლებში მითქვამს და მინდა გავიმეორო, რომ ყველა, ვინც ჩართულია საჯარო სამსახურში, იქნება ეს პრემიერ-მინისტრი, გუბერნატორი, მერი, პარლამენტის წევრი, თუ ა.შ. ყველანი უნდა ვიყოთ ხალხის სამსახურში 24 საათის განმავლობაში, ვინაიდან არჩეული მერი არის ხალხის მსახური, უნდა მოემსახუროს მოსახლეობას. მერი უნდა შევიდეს ყველა უბანში, სოფელში და ადგილზე გადაუწყვიტოს ჩვენს მოქალაქეებს რეალური პრობლემები და რეალური გამოწვევები. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი და არა უსაგნო, უშინაარსო პოლიტიკური ლანძღვა-გინება, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
კლინიკაში გარდაიცვალა 3 წლის ბავშვი, რომელსაც გორში ავტომანქანა დაეჯახა, მანამდე დაიღუპა დედაც
ევროკავშირმა სანქციები დაუწესა უკრაინელი პატიმრების მიმართ ძალადობაში მონაწილე 15 ადამიანს
აშშ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ირანში მდებარე სამიზნეებზე დარტყმების ახალი სერია დაასრულეს
აფეთქებები ირანის შვიდ ქალაქში და სამ კუნძულზე დაფიქსირდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ზელენსკი უკრაინის პრემიერ-მინისტრს და ძალოვან მინისტრებს ცვლის
უკრაინამ სიზრანის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას, ოთხ ბორანსა და 10 ტანკერს დაარტყა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)